fbpx

ფოტოამბავი: მერი შერვაშიძის დაკარგული პორტრეტი, რომელიც საველი სორინმა თბილისში დახატა


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი ქისტაური

 

შანელის მოდის სახლის ერთ-ერთ წამყვან მოდელსა და გალაკტიონის მუზას, მერი შერვაშიძეს თავისი სილამაზით ყველა აღტაცებაში მოჰყავდა. პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ, მხატვრები კი მისი სახის უკვდავყოფას ტილოზე ცდილობდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი რუს მხატვარს, საველი სორინს ეკუთვნის, რომელიც ლეგენდის თანახმად, მონაკოს პრინცესის, გრეის კელის საძინებელ ოთახში ეკიდა. ამბობდნენ, რომ დილით გაღვიძებისას პრინცესა ჯერ სურათს უყურებდა და შემდეგ კი სარკეში იხედებოდა. 

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მერი შერვაშიძე პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა, სადაც რუს მხატვარს, საველი სორინს შეხვდა. მერის სილამაზით აღფრთოვანებული მხატვარი მას პორტრეტის დახატვის უფლებას სთხოვს. სორინი პორტრეტის შექმნაზე 23 დღე მუშაობდა. აი, როგორ აღწერს ისტორიკოსი ალექსანდრე ვასილიევი სურათს: ”ღია ფერის აბრეშუმის კაბაში გამოწყობილ მერის მარცხენა მხარზე შალის შარფი ჰქონდა მოხვეული, მის ნატიფ თითებში კი მსხვილი მარგალიტის მძივი ბრწყინავდა”.- ასე უკვდავყო ნიჭიერმა მხატვარმა მერის ხატება ტილოზე.

ვასილიევი აღნიშნავს, რომ მერის ეს შავ-თეთრი პორტრეტი რუსეთში დარჩა, მაგრამ სხვა წყაროების თანახმად, საველ სორინმა ემიგრაციაში წასვლისას იგი თან წაიღო. 


წყარო: https://abaza.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.