fbpx

Space x AT.ge: მოგზაურობა თბილისის კაფეებში – სტრადას გასტრონომიული თავგადასავალი


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთო ჯულუხაძე

დილის ყავა და გემრიელი დესერტი მშვიდ, წყნარ გარემოში. პანდემიის დროს დილაობით მუდამ ერთი სურვილით ვიღვიძებდი, ამეღო ჩემი ლეპტოპი და გემრიელ კაპუჩინოსთან ერთად, ლამაზ, მშვიდ გარემოში მეკეთებინა ჩემი საქმე. ახლა უკვე ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილს უბრუნდება და მეც საშუალება მომეცა ჩემს საყვარელ ადგილებს დავუბრუნდე.

AT.ge-ისა და პირველი ქართული ციფრული ბანკის – სფეისის მოგზაურობის შემდეგ გაჩერებად ამჯერად სტრადა შევარჩიეთ. დილით გავიღვიძე, ავიღე ჩემი სფეის ბარათი, რომლის გარეშეც კვების ობიექტებში დიდი ხანია აღარ დავდივარ, რადგან  ის გადარიცხვების კომფორტთან ერთად ყოველ გადახდაზე 5% ანგარიშზე მიბრუნებს, თან გავიყოლე ჩემი სამუშაო ლეპტოპიც და სტრადას მივაშურე.

 

რესტორნის შესასვლელეს მივუახლოვდი თუარა მაშინვე სიცხე გამიზომეს. კარის გაღებისას შევამჩნიე დაწესებულებაში მოქცევის ინსტრუქცია, დეზობარიერი, მისი გამოყენების მითითებით, შემცირებული მაგიდების გამო ადგილის პოვნაში დახმარება დამჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ მალევე გამოჩნდა ჩემთის სასურველი მაგიდა. სასურველი კერძი კი მობილური ტელეფონით – WENU-ის საშუალებით შევუკვეთე.

სტრადაში ვიჯექი, ნაზი კაპუჩინოს და უგემრიელეს შოკოლადის მუსთან ერთად და ის დღეები მახსენდებოდა, როდესაც ამის საშუალება არ მეძლეოდა. თითქოს არაფერი, ეს უბრალოდ დესერტია და ყავის გაკეთება სახლშიც შეგვიძლია, მაგრამ გარემოს შეცვლა და ახალ-ახალი გასტრონომიული სიამოვნებების აღმოჩენა ხომ ერთი დიდი თავგადასავალია, რომელზეც უარის თქმა პირადად მე ყოველთვის მიჭირს.

საკუთარი გამოცდილებით კარგად გავიაზრე, რომ კვების ობიექტებისთვის პანდემია ძალიან დიდი გამოწვევა იქნებოდა. სფეისისა და AT.ge-ის პროექტის ფარგლებში საშუალება მომეცა რამდენიმე კაფეში მეც მივსულიყავი სტუმრად და ჩემი თვალით მენახა, რამდენად შეიცვალა გარემო ბოლო პერიოდის შემდეგ ჩვენს საყვარელ ადგილებში. 

“ჩვენთვის სტუმრების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია და ის ფაქტი, რომ ე.წ რესტორნის კლასტერი არ არსებობს, ეს იმის შედეგია, რომ კვების ობიექტებმა სწორად ვუპასუხეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეგულაციებს”, –  გვითხრა სტრადას დირექტორმა ნინო კაპანაძემ. 

მაგიდებთან მითითებულია დაშვებული ადგილები, რათა სტუმრებს შორის დაცული იყოს დისტანცია. პერსონალს შორიდანაც ეტყობა, რომ მომზადებულნი არიან რეგულაციებთან დაკავშირებით, იდეალურად აღჭურვილნი, მუდამ ცდილობენ დისტანცია და პირადი სივრცე სტუმრებს არ დაურღვიონ.

სტრადაში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ სადაც არ უნდა ვიყო ახლოს ყოველთვის შევძლებ მათი გემრიელი კერძების მირთმევას. სტრადას ულამაზესი ბაღი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილია თბილისში. აქაურობა მუდამ გამოირჩეოდა სისუფთავითა და წესრიგით. ახლა კი ყველაფერი კიდევ უფრო თვალსაჩინოა, შეიძლება იმიტომ, რომ უფრო მეტად ვაკვირდებით და უსაფრთხოების შეგრძნებას ვეძებთ. ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც მათ ჩვენს საყვარელ ადგილებში ვპოულობთ.

ჩვენი ლოიალური სტუმრები ნამდვილად ამჩნევენ რომ ყველაფერს ვაკეთებთ მათი უსაფრთხოებისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენთან თავს დაცულად გრძნობენ“, – ამბობს სტრადას დირექტორი ნინო კაპანაძე.

დრო გადის, ჩვენთვის რაღაცეები უკვე მისაწვდომი და შესაძლებელია, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მალე ყველასთვის საყვარელი ადგილები ჩვეულ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას და ისინი ყველა სირთულეს გადალახავენ. მე კი ჩემს სფეისის ბარათთან ერთად განვაგრძობ თბილისის ქუჩებში სეირნობასა და გასტრონომიული თავგადასავლების ძიებას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.