fbpx

Scroll x AT – ახალგაზრდობა – ახალი პროექტი ახალგაზრდების შესახებ


გააზიარე სტატია

ახალგაზრდები სამყაროში მთავარი ცვლილებების შემქმნელები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრებაში უამრავ სიახლეს აწყდებიან და მიღებული გამოცდილებით საკუთარი ცხოვრების გზას ირჩევენ. საკუთარი თავის, ცხოვრების სტილის, საყვარელი საქმისა და გართობის ძიებაში იბადება ახალი იდეები, იქმნება ახალი კულტურა, ხელოვნება და არჩევანის მრავალფეროვნება. ეს საინტერესო და შეუვალი პროცესი ქართულ მედიასივრცეში ყურადღების მიღმა რჩება, არადა აუცილებელია მასზე მუდმივი დაკვირვება და საუბარი, რათა ვიცნობდეთ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.

სწორედ ამიტომ, Scroll-თან ერთად ონლაინ ჟურნალი AT.ge ახალ პროექტს: AT – ახალგაზრდობას იწყებს. ორი კომპანიის კოლაბორაცია ზუსტად შეესაბამება პროექტის მიზნებს, რადგან AT.ge უკვე სამი წელია აქტიურად აშუქებს ქართული ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს, ხოლო Scroll ეკო-ტრანსპორტის განვითარებით სწორედ მომავალზე ზრუნავს და ხელს უწყობს ახალგაზრდებს უკეთეს გარემოში განვითარდნენ.

AT – ახალგაზრდობა იქნება ის სივრცე, რომელშიც ჩვენი მკითხველები გაიცნობენ საინტერესო და გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ, მაგრამ მათ იშვიათად ვამჩნევთ. ჩვენს ვიდეო-რუბრიკაში მოგიყვებით მათზე, მათ საქმიანობასა და ცხოვრებაზე. ეს იქნება ისტორიებით დახუნძლული პროცესი, რადგან გვჯერა, რომ თქვენთან ერთად უამრავ საინტერესო და გამორჩეულ ახალგაზრდას გავიცნობთ.

გარდა ამისა, ჩვენ შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც გაგვიზიარებენ მათ აზრებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა განათლება, ეკოლოგია, გართობა და სხვა.

პროექტის ფარგლებში Scroll და AT.ge მკითხველებს არაერთ სახალისო და შემეცნებით კონკურსსაც შესთავაზებენ, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებითა და შესაძლებლობებით დაჯილდოვდებიან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.