fbpx

Creams-ისა და ბუბა ბებოშვილის ახალი კოლაბორაცია⭐️


გააზიარე სტატია

 

რეჟისორ ბუბა ბებოშვილის და მუსიკოს ნათია ჭიჭინაძის( Creams) კიდევ ერთი კოლაბორაციის შედეგად მალე ახალი მუსიკალური ფილმი შეიქმნება. მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, სამი სხვადასხვა მუსიკალური კლიპისგან შედგება. ფოტოგრაფ იკა ხარგელიას ეს ფოტოები,Creams-ის ახალი ვიდეოს გადასაღები მოედნიდანაა.

 

შეგახსენებთ, რომ ნათია ჭიჭინაძემ, ფსევდონიმით Creams, ცნობილ ბრიტანულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან AWAL 2019 წლის მარტში კონტრაქტი გააფორმა. მუსიკოსი სადებიუტო ალბომს წლის ბოლომდე სწორედ ამ ლეიბლზე გამოსცემს. 2021 წლის გაზაფხულზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა სწორედ სადებიუტო ალბომთან ერთად შედგება. მუსიკოსის ხელშეკრულება AWALთან ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, კიდევ ორი ნამუშევრის ჩაწერას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ლეიბლზე ალბომები ისეთ ცნობილ მუსიკოსებს აქვთ გამოცემული, როგორებიც არიან: ტომ იორკი, ნიკ ქეივი, Moby, De La Soul…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.