fbpx

ტილდა სუინტონი ბალენსიაგას კაბაში — ნახეთ ალმოდოვარის ახალი ფილმის პირველი ტიზერი


გააზიარე სტატია

 

3 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებელი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პედრო ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან ფილმს იხილავს.

მართალია, ლეგენდარული რეჟისორის კინოსურათი მოკლემეტრაჟიანია, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთავარ როლში ტილდა სუინტონია.

ცოტა ხნის წინ ალმოდოვარის ფილმის პირველი ტიზერი გავრცელდა, ტილდამ ბალენსიაგას კაბაში მაყურებლის მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა.

The Human Voice-ში მხოლოდ ტილდას პერსონაჟსა და მის ძაღლს ვიხილავთ. პროექტი  ჟან კოქტოს  ერთმოქმედებიან  პიესაზეა დაფუძნებული, რომელსაც იგივე  სახელწოდება აქვს. სცენარის მიხედვით კი ფილმის მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული სხვა ქალზეა დაქორწინებული.

ამ ფილმის პარალელურად, პედრომ თავის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზეც დაიწყო მუშაობა, სადაც მთავარ როლს მისი მთავარი მუზა – პენელოპე კრუზი შეასრულებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.