fbpx

ტრეილერი: ქეით უინსლეტი და სირშა რონანი ლესბოსელ წყვილს განასახიერებენ


გააზიარე სტატია

ოსკარის მფლობელი მსახიობი ქეით უინსლეტი და ოსკარის ნომინანტი სირშა რონანი  ფრენსის ლის ახალ ისტორიულ დრამაში – Ammonite-ში თამაშობენ. 

ფილმის სიუჟეტი 1800-იანი წლების ინგლისში ვითარდება და ის პალეონტოლოგი მერი ენინგისა და ბრიტანელი ქალის, შარლოტის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის პირველი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა და სხვადასხვა გამოცემები უკვე საუბრობენ, რომ ორივე მსახიობს დიდი შანსი აქვს ოსკარის ნომინაციაზე წარსადგენად.

 


მერი ენინგი რეალური პიროვნება იყო, რომელიც დინოზავრებს ნაპოვნი ძვლების ნაწილების მიხედვით აღადგენდა და მათ ჩონჩხს სწავლობდა.

ქეით უინსლეტთან და სირშა რონანთან ერთად ფილმში  ფიონა შოუსა და ჯემა ჯონსსაც ვიხილავთ.

ფილმის პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექტემბერში გაიმართება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.