fbpx

Black Panther-ის ვარსკვლავი ჩედვიკ ბოსმენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოსმენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ნაწლავის კიბო გახდა, რომელსაც მსახიობი 4 წლის განმავლობაში ებრძოდა. 

ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მის ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე მსახიობის პუბლიცისტმა გაავრცელა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსმენს არაერთი როლი აქვს შესრულებული, მსახიობს საყოველთაო აღიარება მარველის “შავმა პანტერამ” მოუტანა, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა და  პირველი კომიქსი გახდა, სადაც სუპერგმირი შავკანიანია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.