fbpx

“მდინარის მაგიური ბაღი” – ფესტივალი მტკვრის ნაპირზე 1 სექტემბრიდან გელით


გააზიარე სტატია

ფესტივალი “მდინარის მაგიური ბაღი” უკვე მესამედ იმართება თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკვრისა და ვერეს შესართავთან, ნახევარ ჰექტრამდე ჭალის ტერიტორიაზე. 

 

ქალაქის მიერ ჯერჯერობით აღუქმელი, ბუნებრივად წარმოშობილი ეს ბაღი, ბეტონის კედლებში მოქცეული მდინარის განსხვავებულ რეალობას წარმოადგენს. თბილისის ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე  ეს ნაპირი მტკვართან  კონტაქტის განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის. „ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბის“ მიზანია  მდინარე მტკვრის რეინტეგრაცია და არსებული ჭალის საზოგადოებრივ ბაღად ქცევა, რომელიც თბილისს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.  

მტკვრის ჭალაში ფესტივალი უმასპინძლებს კულტურულ ღონისძიებებს და წარმოაჩენს შეუმჩნეველ, იდუმალ ადგილს მდინარის ნაპირზე, რომელსაც საზოგადოებრივი სივრცის პოტენციალი აქვს. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა. ნამუშევრები ეხება გარემოს დაცვას, საზოგადოებრივ და ურბანულ განვითარებას. ხელოვანები ცდილობენ უპასუხონ გამოწვევებს, რითაც ქალაქში ალტერნატიული სივრცის  პერსპექტივებს ქმნიან. 

გამოფენაში მონაწილე ხელოვანები: ნინო ჩუბინიშვილი, თემურ ბაკურაძე, მამუკა სამხარაძე, გვანცა ჯიშკარიანი, გიორგი გელაძე, გიორგი მოზგოვოი, გიორგი ცაგარელი, ნიკა ქუთათელაძე, ნინუცა შატბერაშვილი, სანდრო სულაბერიძე, ქეთი სიამაშვილი, ნოდარ ხაჩიაური, ილია მახარაძე. 

ფესტივალის ცენტრალური ადგილია ცოდნის სივრცე, სადაც ყოველდღიურად ჩატარდება ვორქშოპები, პრეზენტაციები და აუდიოპერფორმანსები. 

ფესტივალის პროგრამა:

 

აუდიოპერფორმანსი 21:00-დან

მონაწილე მუსიკოსები:

  • 1 სექტემბერი – ლევან შანიძე
  • 2 სექტემბერი –  ქომუნითი რადიო თბილისი
  • 3 სექტემბერი –  გიორგი ჟორჟოლიანი / jorjick
  • 4 სექტემბერი –  სკოტ მაკკალოხი
  • 5 სექტემბერი –  თამო ნასიძე 
  • 6 სექტემბერი  –  ირაკლი ბერიკაშვილი / ბერიკა
  • 7 სექტემბერი –  რადიო ანტენა

 

ვორქშოპები

  • 2 სექტემბერი,   19:00 – ვატო წერეთელი / ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი
  • 3 სექტემბერი,   19:00 – გია რაზმაძე / რეგენერაციული აგრიკულტურის ცენტრი
  • 4 სექტემბერი,  19:00 – ზურაბ ცოფურაშვილი, ჯუბა ფეიქრიშვილი / პარალელური კლასი
  • 5 სექტემბერი,  19:00 – ირაკლი ლომოური /  შემოქმედებითი ფუტუროლოგიის ცენტრი
  • 6 სექტემბერი,   19:00  – რამაზ კიკნაძე / ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიების კვლევის და ადაპტაციის პლატფორმა
  • 6 სექტემბერი,  20:00 – გიორგი ცაგარელი / დიზაინ თბილისი
  • 7 სექტემბერი,   19:00 – ალექსი სოსელია / ქართული ვიდეოხელოვნების არქივი

 

წიგნის პრეზენტაციები 20:00-დან

  • 2 სექტემბერი – ალაგთ ჰამბავი / თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
  • 3 სექტემბერი – გზა / გია რაზმაძე – ირაკლი ლომოური
  • 6 სექტემბერი – ნიკოლა ბურიოს Relational Aesthetics – კოკა ვაშაკიძე / ანუკა ლომიძე

 

ფესტივალზე სტუმრობა შესაძლებელია 1-დან 7 სექტემბრამდე, ყოველდღე, 17:00-დან.

დასწრება უფასოა. 

ღონისძიების ლინკი

 

 

პროექტის პარტნიორები:  შემოქმედებითი საქართველო,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.