fbpx

ფესტივალი CineDoc Tbilisi დღეს იხსნება – კინოთეატრი Cavea Drive-in ლისზე


გააზიარე სტატია

დღეს 30 აგვისტოს, 20:30 სთ-ზე, Cavea Drive-in ლისზე, CinéDOC-Tbilisi საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის მე-8 გამოშვება იხსნება! 

CinéDOC-Tbilisi 2020 -ის მთავარი სლოგანია: ჩვენ ვქმნით ემოციებს.

 

 

ფესტივალს  ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი „გვირაბი“ გახსნის, რომლის პრემიერა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე (IDFA) შედგა, წელს კი  ნამუშევარმა მონტენეგროს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მიიღო. 

 

 

წელს ფესტივალის პროგრამა 7 სექციას მოიცავს:

  • International Competition / საერთაშორისო საკონკურსო სექცია – მთავარი საკონკურსო სექცია სადაც წელს თავს იყრის რვა საერთაშორისო ფილმი.
  • Focus Caucasus – წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონული ფილმები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
  • Swiss DOX – შვეიცარული შემოქმედებითი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.
  • Guest Country – სექციაში, სტუმარი ქვეყანა წელს წარმოდგენილი იქნება ფინური დოკუმენტური კინო.
  • CinéDOC Young – საბავშო სექცია, რომლის ფარგლებშიც იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
  • EroticDOX
  • Special Screenings – სპეციალური არასაკონკურსო ჩვენებები.

 

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://cinedoc-tbilisi.com/ka/program


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.