fbpx

RECKLESS დაიბადა ⭐


გააზიარე სტატია
ახალგაზრდულმა ბრენდმა, ასეთი სახელწოდებით  RECKLESS 31 აგვისტოს აიღო სტარტი. მისი შექმნა – ნიკა ჯორჯაძეს ეძღვნება და უკავშირდება; სწორედ მისი მეტსახელი იყო Reckless იმ ანიმაციებში, რომელსაც ახალგაზრდა ქმნიდა.
Recklessის შექმნის იდეა -ნიკას დედას სალომე გველესიანს ეკუთვნის.მასთან ერთად, ძალიან საინტერესო სამოსის შექმნაზე დიზაინერები – მასუ მწარიაშვილი, ანკა ქოიავა და ლიზა ყაჯრიშვილი მუშაობდნენ.მასუს და ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძის ფოტოები, კი მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია.ნატამ ერთი შეხედვით, თითქოს უბრალოდ კარგი ახალგაზრდების პორტრეტებით, შეძლო მთელი იმ ენერგიის,მუხტის და ემოციის ეკრანზე გადმოტანა, რის საფუძველზეც შეიქმნა Reckless.
Reckless შეიქმნა ერთი მკაფიო მიზნისთვის, შეექმნა ტანსაცმელი კრეატიული და გახსნილი გონების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სოციუმში საკუთარ ადგილს და მიკუთვნებულობას ეძებენ. ნიკა ჯორჯაძის ბრენდის მიზანია გააერთიანოს განსხვავებული ინტერესების, ჰობის, სტილის მქონე ახალგაზრდები და მხარი დაუჭიროს მათ განვითარებას, გახდეს მათი ცხოვრების ნაწილი.
“ჩვენ ვიქნებით ყოველთვის თქვენს გვერდით, როდესაც იქნებით გასაჭირში, დაბნეული, მიტოვებული…ერთად განვიცდით წინსვლას და უკანსვლას და ერთად გადავლახავთ ყველაფერს.
ბრენდის მთავარი ღირებულებაა თავისუფლება, იდენტობა, თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების პატივისცემა და რაც მთავარია, ჩვენ წარმოვადგენთ თქვენს სახეს” Reckless უკვე დღეიდან შეგიძლიათ იხილოთ საიტზე Reckless.ge
ფოტოები:
ნატა სოფრომაძე
მასუ მწარიაშვილი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.