fbpx

საქართველოში პირველი „აუთლეტ მოლი“ იხსნება


გააზიარე სტატია

ალბათ, მოგზაურობის დროს ხშირად გვიფიქრია რა ბედნიერება იქნება საქართველოშიც, რომ არსებობდეს აუთლეტ მოლი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ფასისა და ხარისხის პროპორციულად, არსებულ ბიუჯეტში საუკეთესო შეთავაზება მიიღოს. ისეთი, როგორსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სთავაზობენ მომხმარებელს ასეთი მოლები. და აი უკვე, დღეს, 2 სექტემბერს, 19:00 საათზე პირველი აუთლეტ მოლი თბილისში, გრანდიოზულ გახსნაზე გვიწვევს. აქ უცხოურ ბრენდებთან ერთად ქართველი დიზაინერების აუთლეტ კოლექციები იქნება წარმოდგენილი. მოლში სტუმრობას მარშალ გელოვანის #36-ში, ყოველდღე, 10:00-22:00 საათამდე შეძლებთ.

 

კონცეფცია

აუთლეტ მოლის ინოვაციური კონცეფციაა ისეთ წარმატებულ კომპანიებს აერთიანებს, რომლებმაც მომხმარებელს, ხელმისაწვდომ ფასად ხარისხიანი პროდუქციის შეეძენის საშუალება მისცეს.

 

ბრენდები

მოლის სივრცე, როგორც უცხოურ ისე ქართულ ბრენდებს გააერთიანებს. აქ წარმოდგენილი იქნება ატელიე აუთლეტი, კონტეინერი, ნავნე და ქართველი დიზაინერების აუთლეტ ხაზი.

 

ატელიე აუთლეტი

250-ზე მეტი ორიგინალი ბრენდის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციას შემოგთავაზებთ.

 

ნავნე

აქ თქვენ დეკორატიული კოსმეტიკის, თავის მოვლის საშუალებებისა და სუნამოების შეძენას შეძლებთ.

 

კონტეინერი

განახლებული კოლექციით დაგხვდებათ, 100,000-ზე მეტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით, რომელთაც ამერიკისა და ევროპის ბაზრის საზღვრები გადმოკვეთეს და საერთაშორისო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ.

ქართველი დიზაინერების აუთლეტ სივრცე

საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციას მეტად ხელმისაწვდომს გახდის. აუთლეტ მოლში ავთანდილის, აკა ნანიტაშვილის, ბესარიონის, ლალო ქარდიგანსის, მატერიელისა და დოთსის სამოსი იქნება წარმოდგენილი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.