fbpx

Tbilisi Photo Festival – 10-16 სექტემბრის მთავარი ღონისძიებები


გააზიარე სტატია

 

10-16 ​სექტემბერს თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის მე-11 გამოშვება გაიმართება.

ფოტოფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე თემებზე რეფლექსიისთვის იყენებს. სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა ფესტივალის იდენტობა არსებობის 11 წლის მანძილზე. შესაბამისად, თბილისის ფოტოფესტივალის 2020 წლის გამოშვების მთავარი თემა სწორედ თანამედროვეობის ყველაზე დიდი გამოწვევა COVID-19 და მისი შედეგებია. 

ფესტივალის პროგრამის საკვანძო ღონისძიებაა თანამედროვე ფრანგი ფოტოგრაფის, “მაგნუმის” სააგენტოს წევრის, ანტუან​ დ’აგატას​ დოკუმენტურ-კონცეპტუალური პროექტი “შიშველი სიცოცხლე”, რომელიც თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში გაიხსნება 10 სექტემბრიდან მრავალმონიტორიანი ვიდეოინსტალაციის სახით. 

მსოფლიოში ​მიმდინარე ​​მოვლენების ​​ფონზე​ ანტუან​ დ​’აგატას “​შიშველი ​​სიცოცხლე​” კოვიდ​​-19-ის ​​და ​​მისი ​​სოციალურ​-პოლიტიკური​ ასპექტების ​​ხედვაა​.

მრავალ​ეკრანიანი​​ ვიდეო​​ინსტალაცია​​ ანტუან​​ დ​​’აგატას​​ მიერ ​​2020 წლის​​ 11 მარტსა ​​და​​ 11 მაისს​ შორის ​პერიოდში ​​თერმული​ კამერით გადაღებულ​ 13 000-მდე​ ​ფოტოს​ აერთიანებს​.

საყოველთაო კარანტინის პერიოდში თბილისის ფოტოფესტივალმა ვიზუალური არტისტი ​ქალებისა და მწერლების მხარდაჭერის მიზნით ​სარეზიდენციო პროგრამა ​I _ Residency​- შექმნა. პროგრამა საყოველთაო იზოლაციის გამოცდილების არტისტული გააზრების საფუძველზე ნამუშევრების შექმნას ითვალისწინებდა. 

ამ რეზიდენციის ფარგლებში 20 არტისტის მიერ შექმნილი ნამუშევრების – ტექსტების, ფოტოსერიების, ვიდეოპროექტების – საჯარო პრეზენტაცია შედგება ფესტივალის გახსნის კვირეულის ფარგლებში.

ფესტივალის ცენტრალური ღონისძიების – ​ფოტოგრაფიის ღამის მე-11 გამოშვებას ​2020 წელს “სტამბა“ ​უმასპინძლებს. ფოტოჩვენებები ამ ისტორიული შენობის 9 განსხვავებულ ადგილას გაიმართება. 12 სექტემბერს თანამედროვე ფოტოგრაფიის აღმოჩენასთან ერთად, მაყურებელს ფოტოგრაფიის ღამის ფარგლებში “სტამბაში“ საიდუმლო ადგილების აღმოჩენის შესაძლებლობაც ექნება!

ფოტოგრაფიის ღამის პროგრამა ​წელს პირველად შესთავაზებს მაყურებელს Tbilisi Photo Festival-ის და სააგენტო Magnum Photos კოლაბორაციას, პროექტს Made in USA – სააგენტოს 15-მდე ამერიკელი და არაამერიკელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ამერიკის შეერთებული შტატებს – გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე. ლეგენდარული Leica პირველად წარდგება პრესტიჟული ლეიკა ოსკარ ბარნაკის პრიზის ფინალისტების ნამუშევრებით თბილისის ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაში. 2020 წელს პროგრამის ნაწილია ახალგაზრდა მექსიკური ფოტოგრაფია, სააგენტო NOOR-ის ამერიკელი ფოტოგრაფების და, მათ შორის, ლეგენდარული ფოტოჟურნალისტის, სტენლი გრინის ნამუშევრები, ქართული ფოტოგრაფიის ახალი ტალღის ვარსკვლავები – დათო მესხი, გიორგი ნებიერიძე, საბა გორგოძე და მრავალი სხვა.

ფესტივალი დაიხურება ფრანგი ფოტოგრაფის, ​ანტუან დაგატას საჯარო ლექციით,​ რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება – ​თბილისის ​ფოტოგრაფიის& ​მულტიმედიის ​მუზეუმში პირდაპირი ​ჩართვითZoom/Youtube ​არხზე

 

ფოტოფესტივალის კვირეულის მთავარი ღონისძიებებია:

 

ხუთშაბათი​, 10 ​სექტემბერი​

“​შიშველი​ ​სიცოცხლე​“ – ანტუან​​დ​’​აგატა​ / Magnum Photos – ვიდეო​ინსტალაცია​​

  • დასაწყისი: 19:00-​დან
  • თბილისის​​ ფოტოგრაფიის​ & ​მულტიმედიის​​მუზეუმი
  • მ.​​ კოსტავას ​​ქ. 14​სტამბა​”
  • გამოფენა​​ გაგრძელდება​ 20 ​ოქტომბრამდე​

 

შაბათი​, 12 ​სექტემბერი​

ფოტოგრაფიის​​ ღამე – ღამის ​ფოტო​ჩვენებები​

  •  დასაწყისი: 20:00-00:00
  • .​ კოსტავას​ ქ. 14, ​”სტამბა”​
  • ეკრანისადგილები:​​ სასტუმრო ​”სტამბას”​ ლობი,​ ოთახი222 / ​ატრიუმიმეორე ​სართული/ ​ხიდი, “​შავი ​დერეფანი” / “Couloir Noir” (​მესამე​ სართული), ​ოთახი 322, ​ოთახი 401, ​მე-4 სართული,​​ სახურავი(Rooftop), ​თბილისის ​ფოტოგრაფიის & ​მულტიმედიის​ მუზეუმი(​სასტუმროსტამბა”,‘დ-ბლოკი)

 

კვირა​, 13 ​სექტემბერი

I_Residency –  ვიზუალური​ არტისტი ქალ​ების​ და ​მწერლების ​მიერ​ კარანტინის​ პერიოდში​ შექმნილი​ ნამუშევრების პრეზენტაცია​ – დისკუსია ​/ ​ფოტო​ჩვენება ​/ ​ტექსტების​ კითხვა

ვიზუალური​ არტისტები: ​ანკა​ გუჯაბიძე​,​ ნატა ​სოფრომაძე​,​ თაკო​ რობაქიძე​,​ მანო​ სვანიძე​, ​ნათელა გრიგალაშვილი​,​ თეა​ გვეტაძე​,​ ლუიზა ​ჩალათაშვილი​, ​მარიკა ​ქოჩიაშვილი​, ​დარო ​სულაკაური

მწერლები: ​ნინო​ თარხნიშვილი​,​ სალომე​ ასათიანი​,​ ანა​ ძიაპშიპა​,​ ლია​ ლიქოკელი​,​ ნინი ​ელიაშვილი​, ანა ​სამადაშვილი​,​ სალომე​ ჯაში​, ​მაკა​ კუკულავა​,​ მარი​ ბექაური​, ​მარიამ ​ნატროშვილი​, ​ნესტან ​ნენე კვინიკაძე​

  • დასაწყისი: 17:00
  • თბილისის ​ფოტოგრაფიის & ​მულტიმედიის​ მუზეუმი
  • მ.​ კოსტავას ​ქ. 14​, “სტამბა”

 

ოთხშაბათი​, 16 ​სექტემბერი

“​შიშველი​ ​სიცოცხლე​” – ჰიბრიდული​ ​ღონისძიება​

ანტუან​ დ’აგატას ​საჯარო ​ლექცია ​თბილისის​ ფოტოგრაფიის& ​მულტიმედიის ​მუზეუმში​პირდაპირი ჩართვით Zoom / Youtube ​არხზე

მოდერატორი: ​​ნესტან ​ნიჟარაძე

  • დასაწყისი: 20:00
  • თბილისის​ ფოტოგრაფიის& ​მულტიმედიის ​მუზეუმი
  • მ.​ კოსტავას ​ქ. 14, “სტამბა”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.