Scroll x AT.ge: როგორია იყო თინეიჯერი თბილისში
ავტორი: ქეთო ჯულუხაძე
ახალგაზრდობა ცხოვრების ის პერიოდია, როცა ჩვენი შეხედულებების, აზრებისა და ღირებულებების ფორმირება ხდება. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც დიდ დროს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, საინტერესოა აღმოვაჩინოთ ის სამყარო, რომელშიც დღეს ახალგაზრდები ცხოვრობენ. როგორია მათი ყოველდღიურობა, რაზე ფიქრობენ ისინი და რა მიზნები აქვთ ცხოვრებაში – ეს არის ის მთავარი კითხვები, რომლითაც AT.ge-მ სამ თინეიჯერს მიმართა.
სქროლისა და AT.ge-ის საერთო ახალ პროექტში, AT.ge ახალგაზრდობაში, იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომელთა სიტყვაც ხშირად უთქმელი რჩება, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები კი კადრს მიღმა.
ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ჩვეულებრივი ახალგაზრდების უბრალო ისტორიებს, რომლებიც სწავლობენ, იზრდებიან, უშვებენ შეცდომებს და იღებენ გამოცდილებას ცხოვრებისთვის, რომელიც მათთვის დღითიდღე სხვადასხვანაირია.
ილია მუშკუდიანი, 16 წლის, თბილისი
ეს სკოლის მოსწავლე ილია მუშკუდიანია, რომელიც სწავლის გაგარძელებას უცხოეთში გეგმავს. მისი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ გახდეს პროფესიონალი კალათბურთელი.
რას ნიშნავს იყო თინეიჯერი?
ილიასთვის თინეიჯერობა ასოცირდება გართობასთან, თავისუფლებასთან, ახალ თავგადასავლებთან, რომლებიც ყოველდღიურობაში ხვდება და თვლის, რომ სწორედ ამ ასაკში მიღებული გამოცდილება აყალიბებს ადამიანს პიროვნებად.
“მე ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო თინეიჯერობის წლები”, – ამბობს ის.
ყოველდღიურად მისი ცხოვრება ისეთივეა, როგორიც ალბათ ერთ დროს ყველას ცხოვრება იქნებოდა. გაკვეთილები, მასწავლებლები, სწავლა, ვარჯიში და მეგობრები, რომლებიც ყველა მოზარდის ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს.
მისთვის მუსიკის მოსმენა და საყიდლებზე სიარული დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა.
ყოველდღიურობა, ემოციური დაბრკოლებები, საზოგადოება, ოჯახი…
ილია ფიქრობს, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ასაკია და ამ პერიოდს თან საკმაოდ ბევრი ემოციური დაბრკოლება ახლავს თან. ზოგჯერ რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ ის აღნიშნავს, რომ ყოველთვის ცდილობს ყველაფერს დადებითად შეხედოს, დაინახოს კარგი მაშინაც კი, როცა შეიძლება ყველაფერი არც ისე კარგადაა. სწორედ იმიტომ, რომ “ის ჩვევები და შეხედულებები, რაც ახლა ყალიბდება უაცილებლად მიგყვება ზრდასრულობაში”.
“ემოციურ დაბრკოლებას ისევ გარემო და სიტუაციები იწვევს”, – ყვება ის.
მისთვის ყოველდღიურობაში მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანებია შემაწუხებელი და არა სისტემატიური პრობლემები. საზოგადოება, ჩარჩოები, დოგმები და სტერეოტიპები მისთვის მიუღებელია. არ არსებობს აზრი, რომელიც მის თვითგამოხატვას შეზღუდავს.
“გულწრფელად, მე არ ვთვლი რომ შეზღუდული ვარ, რადგან ჩემი მშობლები მაძლევენ თავისუფლებას”, – ამბობს ილია.
მისთვის ოჯახის მხრიდან მსაგავსი მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც მშობლებს გაუჭირდათ მისი პოზიციის გაგება, ყოველ შემთხევაში, ეს მისთვის არასდროს უგრძნობინებიათ.
დამოუკიდებლობა…
ეს საკითხი ხშირად ხდება დავის საგანი შვილებსა და მშობლებს შორის. ილია ფიქრობს, რომ ეს სუბიექტურია, არიან მოზარდები, რომლებთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და დამოუკიდბლად გადაწყვეტილებების მიღება, ზოგს კი დახმარება სჭირდება.
“ზოგჯერ აუცილებელია რჩევა, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”.
ნებისმიერ შემთხევევაში, ის თვლის, რომ გადაწყვეყილების დამოუკიდებლად მიღება იქამდე შეიძლება, სანამ სხვისთვის ზაინის მიყენებას შეძლებს.
სწორედ ასე იქცევა თავადაც…
“მე საკუთარ თავთან მიმართებაში, სადაც მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი, ვიღებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც ვითვალისწინებ სხვის რჩევებს და აზრებს”.
სკოლა და სპორტი…
ილიასთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი სპორტია, სკოლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს.
“სიმართლე, რომ გითხრათ არ მიყვარს სკოლა”, – ამბობს ის.
მისთვის სკოლა სისტემაა, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალობას. ყველა მოზარდი სხვადასხვანაირია და განხსვავებული მიდგომა სჭორდება, ასევე ადგილია, სადაც შეზღუდულია თავისუფლება, უყურადღებოდ რჩება ბავშვის ინტერესები.
ის აღნიშნავს, რომ ქართულ სკოლებში უმნიშვნელოდ მიიჩნევენ სპორტს და არ ზრუნავენ მის განვითარებაზე, არ აქვთ სპორტული აქტივობები, მაგრამ ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ სკოლა გარკვეულწილად ეხმარება მას მომავლის შექმნაში. ამ დროს კი კონკრეტულად საკუთარ სკოლაზე საუბრობს. უცხოელი მოსწავლეები და მათთან ურთიერთობის გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან სწალას უცხოეთში აგრძელებს.
მაგრამ…
“ესეთ გარემოს საჯარო სკოლაში ვერ ნახავ”, – ამბობს ის.
მეგობრები და გართობა
“ყველა ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს და მეამაყება”.
თინეიჯერისთვის გართობა რომ მნიშვნელოვანია უკვე აღვნიშნეთ. ილიასთვის მეგობრებთან დროის ტარება ყოველდღიურობის ნაწილია. მას შეუძლია, მეგობრებთან ერთად ყველგან და ყოველთვის გაერთოს, მაგრამ სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თბილისში თინეიჯერებისთვის გასართობი სივრცის ნაკლებობაა და ძირითადად უწევთ თავად შექმნან მათთვის სასურველი გარემო.
“ხანდახან წვეუელებებს ვაკეთებთ და იქ, რაც ხდება იქვე რჩება”.
სასურველი რეალობა, რომელშიც ხვალ გაიღვიძებდა…
“ზუსტად იგივე გარემოში, უბრალოდ მინდა ცოტა მაღალი ვიყო და კორონა ვირუსის თემა დასრულებული იყოს, სხვა კარგად ვარ ამ რეალობაში და იდეაში მიზანიც ის მაქვს, რომ უკეთესი რეალობა შევიქმნა და ამ მიზნისთვის ვშრომობ”, – გვითხრა მან.
ნინი ელკანიშვილი, 16 წლის, თბილისი
ჩვენი საუბარი ნინისთან ასე იწყება:
– ნინი რაზე ფიქრობ ყველაზე ხშირად?
“მომავალზე”, – გვპასუხობს ის.
მოზარდი, რომელიც ყველაზე ხშირად იმაზე ფიქრობს, თუ ვინ იქნება მომავალში. ფიქრობს საკუთარ თავსა და ხასიათზე. ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრი აშინებს, რომ რადიკალურად შეიცვლება და ვეღარ იქნება ისეთი ლაღი როგორიც ახლაა.
თინეიჯერობა, ყოველდღიურობა და გამოწვევები…
ნინისთვის ეს ის პერიოდი, როდესაც ბევრი დრო უნდა გაატარო მეგობრებთან იყო ლაღი, თავისუფალი, ადამიანებს ზედმეტად თავი არ მოაბეზრო, არამედ პირიქით რადაგან ეს შეცნობის ეტაპია და მნიშვნელოვანია გაიზიარო იმ ადამიანების შეხედულებები, რომელთაც იმაზე მეტი ნახეს ვიდრე შეიძლება თავად გამოსცადო.
ყოველდღიურობაში, სადაც ყველაფერი მარტივად უნდა იყოს, სკოლა, სწავლა და ზრუნვა მომავალზე, შესაძლოა ძალიან ბევრი დაბრკოლებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდე.
ნინი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ძალიან რთულია ადამიანებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად მუდამ ცდილობს თავშეკავებული იყოს. ამის მიუხედავად კი, მუდამ გრძნობს სხვების მხრიდან დაძაბულობასა და უარყოფით აურას, რომელსაც ავრცელებენ. ასევე ნეგატივი, რომელიც ირგვლივ იმდენად ბევრია, რომ ძალიან ჭირს მასთან გამკლავება.
“ქუჩაში რომ გადიხარ, ყველას მოღუშულია. ყოველთვის ვცდილობ ეს აურა მეც არ გადმომედოს”, – ამბობს ის.
სკოლა…
ნინის ძალიან უყვარს სკოლაში სიარული, შეიძლება ითქვას, რომ სკოლა მისთვის მეორე სახლია, მაგრამ იმასაც ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს მისი სკოლის იდეალურობას. უბრალოდ იქ ყოფნა მისთვის კომფორტულია.
მას სურს, რომ სკოლებში მეტი სიმარტივე იყოს, მოიხსნას ის ვიწრო საზღვრები, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს, უნდა იყოს თბილი დამოკიდებულება.
“მასწავლებლები ბავშვებს არ უნდა ეპყრობდნენ ისე თითქოს მართლა არავინ ვართ და არ გაგვაჩნია საკუთარი აზრი.”
ის ფიქრობს, რომ სკოლებს კარგი მასწავლებლები აკლია, რომლებიც არ მოქცევიან ერთ სისტემაში, ინდივიდუალური მიდგომით ასწავლიან და იქნებიან საკუთარი დარგის სპეციალისტები.
“მასწავლებელი უნდა იყოს ძალიან გამგები, უნდა გიღებდეს ისეთს როგორიც ხარ, არ უნდა ცდილობდეს, რომ შეგბოჭოს, შეგცვალოს, მიგიღოს ზუსტად ისეთი ადამინი როგორიც ხარ, რამდენი წლისაც ხარ, რა ხასიათიც გაქვს.”
იმ შესაძლებლობას, რომ სკოლაში სექსულური განათლება უნდა ისწავლებოდეს ეთანხმება, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელ რეალობაში შეუძლებლად მიიჩნევს.
“როგორი ქილიკიც მიდის, ეს აღარ უნდა ხდებოდეს და ადამიანები არ უნდა იყვნენ ჩაკეტილები ამ თემასთან დაკავშირებით.”
ჩარჩოები, სტერეოტიპები, შეზღუდვები, გამოხატვის თავისუფლება, გარემოებები…
16 წლის ნინის ყველაზე მეტად აწუხებს ფაქტი, რომ იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ბევრ დათმობას მოითხოვს, თვლის, რომ საქართველოში ქალების უფლებები საერთოდ არ არის დაცული და ამასთან ერთად ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ გამოგელაპარაკონ, შენი მისამართით უადგილო რეპლიკები იძახონ, მოგესალმონ, სახლამდე გამოგყვენ და მეტიც გაქვს ვალდებულება ეს ყველაფერი მოითმინო, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გაართულო. ნინი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები მასში გარკვეულ წილად შიშს აჩენს და ხშირად ეს ხდება სახლში წასვლის გადაწყევტის მიზეზი. ზოგჯერ ამას მშობლებიც სთხოვენ, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მათი გულწრფელად ესმის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ითვალისწინებს მათ აზრს.
“დედაზე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არა სტერეოტიპების, არამედ ზრუნვის გამო მთხოვს. ისიც იყო ჩემხელა და ბევრი, რამ ახსოვს. მართალია დრო იცველბა, მაგრამ რაღაცეები მაინც უცვლელი რჩება.”
ნინი თვლის მას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც უნდა, მაგრამ ხაზს უსვამს იმასაც, რომ ყველას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეშინიათ, სიმამაცე აკლიათ და საზოგადოება ახერხებს მათ შეზღუდვას.
“მე ვფიქრპობ რომ არ ვარ განსაკუთრებული, პირიქით ძალიან ჩვეულებრივიც კი და არ მაქვს მსაგვსი პრობლემები.”
იდეალური რეალობა…
“ხვალ დილით, რომ გავიღვიძებ მინდა, რომ ადამიანები იყვნენ ლაღები, არ იყოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ქალთა უფლებები, მინდა რომ იყოს გამოხატვის თავისუფლება.
ადამიანებს არ სჭირდებოდეთ ასაკუთარი თავის შელამაზება, ჰქონდეთ არჩევანი ვის რა მოსწონს, რა უხარია. ვის რომელი პარტია მოსწონს, რომელი რელიგიის მიმდევარია. მინდა, რომ ადანმიანები იყვნენ თავისუფლები, გაიღვიძონ და თავი იგრძნონ თავისუფლად. თუ თავისუფალი ხარ შემდეგ ყველაფერი მიდის მშვიდად და ბედნიერად.”
გელა სიხარულიძე, 16 წლის, თბილისი
გელა ყოველთვის ცდილობს ცხოვრებას დადებითად და ზოგჯერ უბრალოდ განსხვავებული კუთხით შეხედოს.
თინეიჯერობა…
ზოგადად ხშირად მსჯელობენ იმაზე თუ რას ნიშნავს იყო თინეიჯერი… ეს ის პერიოდიაა, როდესაც ცხოვრებისგან მაქსიმალურად ბევრი უნდა ისწავლო თუ ის, როდესაც მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღო მისგან. გელა ფიქრობს, რომ ამ დროს მოზარდებს საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა აქვთ, ისინი მუდმივად ცდილობენ ახალ- ახალ გამოწვევებს გაუმკლავდნენ, გაიცნონ ახალი ადამიანები, ეს პარიოდი მოზარდისგან მოითხოვს მეტ კრეატიულობასა და ინიციატივას.
დამოუკიდებლობა, როგორც პრივილეგია…
თავისუფელება და დამოუკიდებლობა ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებაა, რომელიც ძირითადად სწორედ გარდატეხის ასაკში იწყებს აღორძინებას. გელა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ასაკში ახალგაზრდებისთვის ყველაფერი მათ გუნაბასა და ხასიათზეა დამოკიდებული და ძირითად შემთხვევაში სწორედ ეს უშლის ხელს ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებას.
“მათ გუნებასა და ასე ვთქვათ მათ სურვილზეა დამოკიდებული”
აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ფაქტის გააზრებაა მიზეზი იმისა, რომ ყოველთვის ინტერესდება სხვისი აზრითა და რჩევით სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.
სკოლა…
მას სურს, რომ სკოლა მისთვის თავისუფალი და კომფორტული სივრცე იყოს. მართალია, მოსწონს სადაც სწავლობს, მაგრამ მაინც სურს შეცვალოს სწავლების მეთოდი, გახადოს ის უფრო მეტად მოქნილი და გახსნილი მოსწავლეთათვის.
“არ მინდა, რომ შეზღუდული ვიყო, აზრისა და ცოდნის გამოხატვა მხოლოდ ხელის აწევით შემეძლოს.”
ფიქრობს, რომ მასწავლებლები უფრო მეტად უნდა ეკონტაქტებოდნენ მოსწავლეებს და ცდილობდნენ მათ გაგებას. გაკვეთილის ჩარჩოებში მოქცევა, სისტემატიზება არის ის, რაც ყველაზე მეტად ზღუდავს და ართმევს გამოხატვის თავისუფლებას.
გარემო და საზოგადოება…
“ჩემი აზრით გარემომ შეიძლება, სტერეორიპები ჩამოგიყალიბოს და ბრბოს ნაწილად გაქციოს”
თვითგამოხატვისა და თვითინიციატივის პასუხი: “ პატარა ხარ და არ იცი”. გელა საუბრობს იმ სტერეოტიპზე, რომ ბავშვებმა არაფერი იციან, არ აქვთ გამოცდილება, არ შეიძლება დაუშვან შეცდომა და ისწავლონ ამ შეცდომაზე, მეტიც მათ არც აქვთ არასწორი ნაბიჯის გადადგმის უფლება. ახალგაზრდებს ხშირად აჯერებენ, რომ შეიძლება მათი შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდეს და ვეღარ შეძლონ მათი გამოსწორება.
გელა სამართლიანად მიიჩნევს მშობლების ნერვიულობას, რადგან ეს რთული პერიოდია და ყოველთვის შეიძლება მოზარდს პრობლემები შეექმნას. სანაცვლოდ იაზრებს იმასაც, რომ არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომა.
“დღეს საზოგადოება ისეთია, მუდამ ფრთხილად უნდა იყო, რადგან თუ რაიმე არ მოეწონა ვინმეს, შეიძლება უკიდურესი ფორმებით გამოხატოს”,
მეგობრები და გართობა…
მოზარდები ძირითად დროს მეგობრებსა და თანატოლებში ატარებენ. ყველა განსხვავევებულად ერთობა გელასთვის ეს მეგობრებთან ერთად სეირონაბასა და აზრების გაზიარებაში გამოიხატება.
მომავალი…
“მინდა მომავალი ფერადი და მშვიდი იყოს”, – ამბობს გელა.