fbpx

ტექნოლოგიები ამომავალი მზის ქვეყნიდან


გააზიარე სტატია

იაპონიის ხსენებაზე ძნელია არ გაგახსენდეს ტექნოლოგიები – ამომავალი მზის, გნებავთ, მომავლის, ქვეყანამ მსოფლიოს ბოლო ათწლეულების მანძილზე ერთმანეთზე დიდი ტექნოლოგიური გიგანტები შესთავაზა, ტექნოლოგიები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად.

ჩვენ თითქმის აღარ გვახსოვს, როგორ ვრთავდით ტელევიზორებს პულტის გარეშე და როგორი იყო მათი გამოსახულება არაპლაზმურ ეკრანებზე; ან გვჭირდებოდა თუ არა კაბელიანი ტელეფონი; ჩვენი სარეცხი მანქანები თავად ცნობენ სამოსის ტიპს; მაცივრებს კი ყოველთვის აქვთ მზად გაფილტრული ცივი წყალი.

მხოლოდ იაპონიას შეეძლო მეორე მსოფლიო ომში განცდილი კრახის მიუხედავად, გაესწრო დროსთვის და ეზრუნა დანარჩენ დედამიწელებზე: გაემარტივებინა ჩვენთვის ყოველდღიური ყოფა, ერთი შეხედვით, დღეს უკვე უმნიშვნელო, თუმცა მეცნიერული და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, გრანდიოზული მიღწევებით და თამამი მეცნიერულ-ინჟინრული გადაწყვეტებით.

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტებიდან ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, SHARP-ია. 1912 წელს შექმნილი კომპანია თავდაპირველად ავტოფანქრებს უშვებდა, სახელიც სწორედ აქედან მოდის (SHARP „ბასრს“ ნიშნავს).

გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან კომპანიამ ტელევიზორების წარმოება დაიწყო, შემდეგ – მაგნიტოფონების, დღეს კი მსხვილი ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.

კომპანიას დიდი ხანია, რაც „ჭკვიანი“ ტექნოლოგიებისკენ აქვს გეზი აღებული. მულტიფუნქციური მტვერსასრუტი, რომელსაც ხასიათი იმისდა მიხედვით ეცვლება, რამდენად სავსეა ის მტვრით ან დასატენია თუ არა; მისი თანამედროვე ჭურჭლის სარეცხ მანქანებს კი აღარ სჭირდებათ რეჟიმის მითითება – თავად ხვდებიან, თუ რა არის გასარეცხი და რამდენად დასვრილია ის. SHARP-ის თანამედროვე მაცივრებს თავისი უნიკალური სისტემა გააჩნია, რომლის მიხედვითაც, მაცივარი წყალგაყვანილობის მილზეა დამონტაჟებული და ტექნიკა დამოუკიდებლად ფილტრავს და აციებს სასმელ წყალს სასურველ ტემპერატურამდე.


SHARP ყოველთვის იყო ტექნოლოგიებში წამყვანი და ექსპერიმენტების მოყვარული: 2010 წელს მან მსოფლიოს სრულიად ახალი ტიპის ტელევიზორი წარუდგინა. თუკი მანამდე ყველა ტელევიზორის გამოსახულება სამი ძირითადი ფერის (ლურჯი, წითელი, მწვანე) დაშლით მიიღებოდა, იაპონურმა ბრენდმა დაანგრია სტერეოტიპი და სამ ძირითად ფერზე (ლურჯი, წითელი, მწვანე), კიდევ ერთი ძირითადი ფერის – ყვითლის დამატებით, მიიღო უნიკალიური ფერდაშლის მქონე LCD ტელევიზორი განუმეორებელი ფერთა გამით.

SHARP-ის ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „გრანდ ელექტრონიქსი“ წარმოადგენს. სწორედ აქ არის შესაძლებელი ბრენდის მიერ წარმოებული მაცივრების, ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და ჰაერის გამწმენდების უახლესი მოდელების შეძენა.

გარდა ამისა, პარასკევი, 11 სექტემბერი, „გრანდ ელექტრონიქსში“ SHARP-ის ფასდაკლების დღეებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ დღეს, იაპონური გიგანტის პროდუქციას განსაკუთრებულ ფასად მიიღებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.