fbpx

დღეს: ქეთი მელუას 36 წელი შეუსრულდა


გააზიარე სტატია

16 სექტემბერს  ქეთი მელუას 36 წელი შეუსრულდა. 


ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს  ქუთაისში დაიბადა, ბავშვობა კი ბათუმში გაატარა, სადაც მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. როცა ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა, ქეთი ცხრა წლისა იყო. მომავალმა მუსიკოსმა წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა.

 

 

1998 წლიდან ქეთი მელუა ოჯახთან ერთად  ინგლისში ცხოვრობს. 

მან 15 წლის ასაკში, 2000 წელს, მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში Stars Up Their Nose, სადაც Badfinger-ის ცნობილი სიმღერა  Without You  შეასრულა და გაიმარჯვა.

2003 წლის ნოემბერში გამოვიდა ქეთის პირველი ალბომი Call Off The Search, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე კვირის მანძილზე ჰიტ-პარადების სათავეში იდგა. 2004 წელს ქეთი მელუა ბრიტანეთში აღიარეს მომღერალ ქალად, რომლის ალბომზეც ყველა მეტი მოთხოვნა იყო  – გამოსვლიდან 5 თვეში  ალბომის 1.8 მილიონი ასლი  გაიყიდა.

 



წარმატებული გამოდგა ქეთის მეორე ალბომი Peace by Peace, რომელიც მთელ ევროპაში  3.5 მილიონი  ასლი გაიყიდა. დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიასა და ისლანდიაში ეს ალბომი გაყვიდვების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებდა.



მესამე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Pictures 2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ძალიან მალე ბრიტანეთში პლატინის ხარისხი მოიპოვა და 2007 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა. გამოსვლიდან 8 თვეში დისკის 1.5 მილიონი ასლი  გაიყიდა. ამავე წელს Sunday Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ბრიტანეთის უმდიდრეს მომღერალთა სიაში ქეთი მელუამ  18 მილიონი ფუნტი-სტერლინგით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ამ დროისთვის ქეთი მელუას 8 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. ბოლო  ALBUM NO. 8  2020 წელს გამოვიდა და მისი შეძენა ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.



2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა  “გინესის რეკორდების წიგნში” მოხვდა. ქეთიმ  თავის ბენდთან ერთად ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე,  303 მეტრის სიღრმეში,  შახტში ჩაატარა კონცერტი. 2007 წლის ივნისში კი გამოვიდა დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Concert Under The Sea.



2006 წელსვე ქეთი მელუას ალბომი მსოფლიოს  ყველა დროის ყველაზე გაყიდვად  87 ალბომს შორის მოხვდა.   მისი სახელი ეწოდა ასტეროიდ 25131-ს, ამსტერდამელმა სელექციონერებმა კი ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც Tulipa Katie Melua ჰქვია.

 

მელუას შესრულებული აქვს როლი ფილმში Grindhouse, ასევე დაწერილი აქვს სუანდტრეკები სხვადასხვა ფილმისთვის.

2016 წლიდან ქეთი მელუა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში “გორის ქალთა კაპელასთან” ერთად მოგზაურობს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.