fbpx

გაიგე? ქალაქში თანამედროვე დუქანი იხსნება


გააზიარე სტატია

ძველი თბილისური ცხოვრების წესი, ქუჩები და გემოები, სურნელი, რომელიც ნოსტალგიას და სითბოს აღძრავს ჩვენში. ის, რითიც ვამაყობთ და გვიყვარს, მიუხედავად იმისა, გვინახავს თუ არა. თბილისის ურბანული გასტრონომიული ტრადიცია და გენეტიკური წარსული, რომელიც დღესაც ცოცხლობს ჩვენში, ზოგჯერ ნოსტალგიის სახით, ზოგჯერ კი ცხადად, სულ მალე ახლებურად გაცოცხლდება და ჩვენს კავშირს წარსულთან კიდევ უფრო გააძლიერებს.

ეს ყველაფერი კი ახალ გასტრონომიულ დუქანში “რიგი” მოხდება, რომელიც ქალაქს ძალიან მალე შეემატება და თითოეული თბილისელისა თუ სტუმრის მასპინძელი გახდება.  “რიგი” იქნება ადგილი, სადაც ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია, ახლებური ხედვით გაცოცხლდება თანამედროვეობაში. აქ გაიზრდება და განვითარდება თბილისური გასტრონომია, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ჩვენ ამის გვჯერა, რადგან “რიგი” სწორედ იმ ისტორიის ახალი ფურცელია, რომელიც თბილისის გულში, ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე სახაბაზო “პური გულიანში” დაიწყო და კარგად ნაცნობ, გულიანი მასპინძლობის ადგილად იქცა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის. მისი შემქმნელები კიდევ ერთი, გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეს ჰპირდებიან ქალაქს.

“რიგი” სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ჯი-ემ-თი ჯგუფის” მორიგი გასტრონომიული პროექტია, რომლის კონცეფციისა და ბრენდინგის შექმნაზე, კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო “გასტრონავტმა” იმუშავა.

„რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს.

ქართული გასტრონომიის განვითარება, მივიწყებული ან ჯერ კიდევ აღმოუჩენელი გემოების ზედაპირზე წამოწევა, ახალი და თანამედროვე გასტრონომიული თავგადასავლების მოწყობა სტუმრებისთვის ჯი-ემ-თი ჯგუფის მიერ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად აღებულ ამოცანებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ტრადიციულ კულინარიაში პროგრესი აუცილებელი პროცესია მისი სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად, რასაც ჯი-ემ-თი ჯგუფი წარმატებით ართმევს თავს.

თუ ამაში დარწმუნება გჭირდებათ, ეწვიეთ სახაბაზო “პური გულიანს” ან დაელოდეთ “რიგის” გახსნას, რადგან შედეგი ნამდვილად დაუვიწყარი იქნება.

სწორედ ამ მიზნის შესრულების გზაზე გაჩნდა „რიგი“, ძველი თბილისური ხასიათისა და გემოს შთაგონებით შექმნილი ბრენდი, რომელიც თანამედროვე ყოფაში ორგანულად გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომიულ დუქნად მოევლინა ქალაქს.

თუ მადიანად ჭამა მოგნატრებიათ, ოჯახთან და მეგობრებთან გულიანი მოლხენა მოგიწადინებიათ და ქართული სუფრის წესი და რიგიც სათანადოდ დაგიფასებიათ, “რიგში მოდი, თვითონ მნახეთ ვინა ვარ!“

22 სექტემბერს, თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ თავისი სტუმრებისთვის პირველად გააღებს კარს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.