fbpx

სრულად ციფრული მომსახურება სფეისისგან უკვე ბიზნესებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება


გააზიარე სტატია

 

პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში – სფეისი სულ მალე იურიდიულ პირებსაც მოემსახურება. პირველი პროდუქტი, რომლითაც „სფეის ბიზნესი“ ბაზარზე გამოჩნდება იქნება სესხი იურიდიული პირებისთვის, კერძოდ სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის.

„სფეის ბიზნეს სესხზე გვექნება ინოვაციური მიდგომა, როგორც პროდუქტის, ისე ტექნიკური გადაწყვეტების მხრივ. უკანასკნელმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადჰყო დისტანციური სერვისების ძალა. ჩვენ უკვე ორი წელია სრულად ციფრულ მომსახურებას ვთავაზობთ ფიზიკურ პირებს და მალე, პირველად საქართველოში, ბიზნეს სესხიც გაიცემა მთლიანად ავტომატურად, ადამიანური ჩარევის გარეშე. ამიტომ, აღარ იქნება საჭირო უამრავი საბუთის და ფინანსური ინფორმაციის შეკრება სესხის დამუშავებისთვის, შემდეგ კი დღეების ან კვირების განმავლობაში ლოდინი პასუხის მისაღებად.“ – აცხადებს ნათია სვანიძე (Product Owner სფეისში)

როგორ იმუშავებს სფეის ბიზნეს სესხი?

„სფეის ბიზნეს სესხის პროცესი უნიკალურია, რადგან ის აგებულია მესამე მხარეებთან ინტეგრაციასა და სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მომენტალურად წამოღებაზე. პროცესი მეწარმეს საშუალებას აძლევს, სესხზე განაცხადი გააკეთოს სახლიდან გაუსვლელად და პასუხი მიიღოს მყისიერად. ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მეწარმეების, ისე ბუღალტრების დროს.“ – გვიხსნის ანა ქარქაშაძე (ბიზნეს ანალიტიკოსი სფეისში)

განსხვავებული და ამავდროულად ბიზნესების საჭიროებებზე მორგებულია პროდუქტის შინაარსიც. „მომხმარებელს შეეძლება დაიმტკიცოს მაქსიმალური ლიმიტი 1 წლით, რომელზეც არავითარ პროცენტს არ გადაიხდის, თუმცა გარანტირებული თანხა ერთი წლის განმავლობაში მის განკარგულებაში იქნება. პროცენტი დაერიცხება მხოლოდ ათვისებულ თანხას. დამტკიცებული ლიმიტიდან თანხის ათვისება შეეძლება მარტივად, სულ რამდენიმე კლიკით. ამასთან, სესხის წინსწრებით დაფარვა უფასოა, რაც ბიზნესებს საშუალებას მისცემს, მარტივად დააფინანსონ ფულის დეფიციტი, გადააგორონ რთული ფინანსური დღეები და სესხი დაფარონ ყოველგვარი ბარიერის გარეშე მაშინ, როდესაც ბიზნესს უკვე შემოსავალი ექნება.“ – თეკო ისაკაძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი სფეისში)

სფეისი სულ ორი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და გარდა სერვისების დამატებისა, უკვე ორ ქვეყანაში უზბეკეთსა და გერმანიაში ექსპანსიაზე მუშაობს. როგორც სფეისში აცხადებენ, წლის ბოლომდე ქართული ნეობანკი, ორივე ქვეყანაში გაეშვება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.