fbpx

ლედი გაგას ახალი კლიპი სერგო ფარაჯანოვის ფილმების მოტივებზეა აგებული


გააზიარე სტატია

სულ ცოტა ხნის წინ სუპერპოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ოსკარის, ოქროს გლობუსისა და გრემის მფლობელმა ლედი გაგამ ახალ სიმღერაზე „911“ გადაღებული კლიპი გაავრცელა.

 

როგორც თავად მომღერალი ამბობს, სიმღერაც და კლიპიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პირადულია. 

ლედი გაგა „911-ს“ მოკლემეტრაჟიან ფილმად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მასში ის გამოცდილებაა ასახული, რაც მას ფსიქიკური ჯანმრთელობის გარშემო დაუგროვდა.

საკულტო მომღერალი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ კლიპში ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლია ადამიანის გონებას რეალური და გამოგონილი გმირებისა თუ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება. 

View this post on Instagram

This short film is very personal to me, my experience with mental health and the way reality and dreams can interconnect to form heroes within us and all around us. I’d like to thank my director/filmmaker Tarsem for sharing a 25 year old idea he had with me because my life story spoke so much to him. I’d like to thank Haus of Gaga for being strong for me when I wasn’t, and the crew for making this short film safely during this pandemic without anyone getting sick. It’s been years since I felt so alive in my creativity to make together what we did with “911”. Thank you @Bloodpop for taking a leap of faith with me to produce a record that hides in nothing but the truth. Finally, thank you little monsters. I’m awake now, I can see you, I can feel you, thank you for believing in me when I was very afraid. Something that was once my real life everyday is now a film, a true story that is now the past and not the present. It’s the poetry of pain.

A post shared by Lady Gaga (@ladygaga) on

მნიშვნელოვანია ის, რომ მასში ლეგენდარული რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ფილმების მოტივებია გამოყენებული. კლიპის ბოლოს კი ვხედავთ ფარაჯანოვის ორი ფილმის – „ბროწეულის ფერის“, რომელზეც სოფიკო ჭიაურელია გამოსახული, და „აშიკ-ქერიბის“ პოსტერებსაც.



ორივე ფილმი სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად ითვლება და მსოფლიო კინემატოგრაფში გამორჩეულ ადგილს იკავებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.