fbpx

კონკურსი – პროფესიული გამოცდილების პროგრამა რეწვის და დიზაინის სფეროს წარმომადგენლებისთვის


გააზიარე სტატია

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყები მეწარმეებისთვის აცხადებს კონკურსს „პროფესიული გამოცდილების პროგრამა“-ში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ხორციელდება ცენტრის მიმდინარე პროექტების ფარგლებში: CRAFTING EUROPE, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტით და  „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ.

პროფესიული გამოცდილების პროგრამა“ შემუშავებულია შემოქმედებითი ევროპის  პროექტის CRAFTING EUROPE -ის მიერ და ეფუძნება დიდი ბრიტანეთის ტრადიციული რეწვის საბჭოს  HOTHOUSE-ის პროგრამას.

პროგრამის მიზანია განავითაროს მონაწილეთა ბიზნეს და შემოქმედებითი უნარები და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მეწარმეობა / ბიზნეს ხედვა და მოდელირება / ბიზნესის დაგეგმვა;
  • ფინანსური დაგეგმვა (ღირებულება და განფასება, ფულადი შემოსავლები, ფინანსური მენეჯმენტი)
  • პროდუქციის განვითარება;
  • საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საკითხები;
  • ინტელექტუალური საკუთრების საკითხები;
  • მარკეტინგი (ბაზარზე წვდომა, ბაზრის კვლევა და შეფასება, მარკეტინგული სტრატეგიები, ელექტრონული მარკეტინგი და პროდუქციის წარდგენა);
  • ბიზნესის წარდგენა;
  • ექსპორტის განვითარება.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს პროგრამის განხორციელებაში პარტნიორობას უწევს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. www.art.edu.ge

პროგრამა განხორციელდება 2020 წლის ოქტომბერი – დეკემბრის პერიოდში და მოიცავს 12 ვორქშოფს, რომლებიც  ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

*საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პანდემიასთან დაკავშირებული  რეგულაციების სრული დაცვით.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობა შეგიძლიათ თუ თქვენ ხართ დიზაინერი ან ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყები მეწარმე.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, სულ შეირჩევა 20 მონაწილე.

როგორ  გავაკეთო განაცხადი?

 პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა 2020 წლის  28 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე [email protected] (დანიშნულების ველში მიუთითეთ: Professional Practice Program).

განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან  www.gaccgeorgia.org

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. მონაწილეთა შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს პასუხები ეცნობებათ 2020 წლის 2 ოქტომბრამდე და მოწვეულნი იქნებიან ინტერვიუზე.

მონაწილეების შერჩევა დასრულდება 2020 წლის 6 ოქტომბერს. პროგრამა დაიწყება 2020 წლის 22 ოქტომბერს.

შერჩეული კანდიდატები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.