fbpx

სკუტერის შეძენის ყველაზე იაფი, მარტივი და სწრაფი გზა


გააზიარე სტატია

ბოლო დროს, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, სკუტერების სიმრავლეს ალბათ თქვენც შეამჩნევდით. ამ ეკონომიურმა, თავისუფალმა და თან ეკოლოგიურმა ტრანსპორტმა სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანი გააერთიანა და ბევრს მისი შეძენის სურვილიც გაუჩინა. ამ ტენდენციის საპასუხოდ, სფეისმა და სკუტ სკუტმა მომხმარებლებს საერთო აქცია შესთავაზეს და გადაწყვიტეს, რომ სკუტერის შეძენა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გაეხადათ.

18 სექტემბრიდან, 18 ოქტომბრის ჩათვლით,  თუ სფეისის ონლაინ განვადებით სკუტ სკუტში ახალ სკუტერს შეიძენთ, 400 ლარს მომენტალურად დაიბრუნებთ სფეის ბარათზე, ხოლო თუ არჩევანს მეორად სკუტერზე შეაჩერებთ, 200 ლარიანი მომენტალური ქეშბექი რამდენიმე წამში თქვენია.

“ვფიქრობთ, დღეს ყველა კარგად აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროისა და ბიუჯეტის ეფექტურად გამოყენება ჩვენს ყოველდღიურობაში.  სკუტერით მგზავრობა, ჩვენი აზრით, ამ ორი მიზნის მისაღწევად გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, სკუტ სკუტთან ერთად ხელი შევუწყოთ ქალაქში კიდევ უფრო მეტი ეკოლოგიური ტრანსპორტის გაჩენას. ” –  აცხადებს რუსკა ქურდოვანიძე (Product Owner სფეისში).

საქართველოში სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აზროვნებენ მეტად თავისუფლად, ცხოვრებაზე და საქმეზე არიან ორიენტირებული და ენანებათ ტყუილად დახარჯული ზედმეტი დრო და ფული. ისინი თავისუფალნი არიან სხვადასხვა მოძველებული სტერეოტიპებისგან, არიან გამბედავები და არ უფრთხიან სიახლეებს – ახალ ტრანსპორტს, ახალ კერძებს, ახალ სოციალურ ქსელს, ახალ ბანკს… ისინი მოდებული არიან ბევრ საქმეს და არიან ბევრ ადგილას ერთად. შრომობენ ბევრს და ერთობიან ბევრს. სკუტ სკუტში ასეთი ადამიანები მოძრავ ადამიანებად იწოდებიან და გადაადგილების ყველაზე ეკონომიურ და სხარტ ტრანსპორტს – სკუტერს ვთავაზობთ. იდეალურ სამყაროში სკუტერის შეძენის პროცესიც ამ ტრანსპორტით მოძრაობას უნდა ჰგავდეს, იყოს ისევე მოქნილი და სწრაფი. სფეისი და სკუტ სკუტი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლიტურად სხვადასხვა სფეროში ვართ, ვემსახურებით ერთი და იგივე საქმეს – გავუმართოთ ხელი მოძრავ ადამიანებს. სფეისის განვადებით ნაყიდი სკუტერი კი მათთვის შექმნილი იდეალური პროდუქტია.” – ამბობს გიორგი მონავარდისაშვილი (სკუტ სკუტის თანადამფუძნებელი)

როგორ უნდა დავიბრუნოთ 200 ან 400 ლარი სკუტერის შეძენისას? 

სკუტერის სფეის განვადებით შესაძენად  და ქეშბექის მისაღებად სულ 5 წუთი დაგჭირდებათ: პირველ რიგში, თუ ჯერ არ გაქვთ სფეისის აპლიკაცია, გადმოწერეთ და გაიარეთ რეგისტრაცია. შეარჩიეთ სასურველი სკუტერი სკუტ სკუტის ვებგვერდზე და დააჭირეთ სფეის განვადებით ყიდვას. დაასკანერეთ QR კოდი სფეისის აპლიკაციიდან და მიჰყვევით ინსტრუქციას. რამდენიმე წამში განვადებაც დაგიმტკიცდებათ! სულ ესაა, განვადების დამტკიცებიდან მომენტალურად, სფეის ბარათზე ქეშბექიც დაგიბრუნდებათ.

განვადების დამტკიცების შემდეგ ეწვიეთ სკუტ სკუტის შოურუმს აღმაშენებლის გამზირზე, 164 ნომერში.

რა უნდა იცოდეთ სფეის განვადების შესახებ?

“ჩვენი ზოგადი მიდგომაა სფეისში, რომ არ გვაქვს არანაირი დაფარული და ზედმეტი საკომისიოები. განვადების შემთხვევაშიც, არ გვაქვს არც გაცემის, არც წინსწრებით დაფარვის საკომისიო. ამასთან ერთად, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადებით, რომლის დროსაც ნივთში გადაიხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს და ამ ღირებულებას უბრალოდ სამ ნაწილად გაყოფენ. თუმცა, სტანდარტულ გრაფიკზე გადასვლაც ძალიან მარტივად, მინიმალური შენატანის გადახდითაა შესაძლებელი.” – ამბობს რუსკა.

სასურველი სკუტერის შესარჩევად ეწვიეთ სკუტ სკუტის ვებგვერდს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.