fbpx

რვაფეხა ჰუმუსით სოფია პაპავასგან


გააზიარე სტატია

At.ge და Home cooking adventures წარმოგიდგენთ  სოფია პაპავას  რეცეპტს

 

რვაფეხა ჰუმუსით

დაგჭირდებათ: 

  • 1 კილო რვაფეხა
  • წითელი ღვინო
  • მუხუდო
  • ფერადი კომბოსტო
  • სტაფილო
  • დაფნის ფოთოლი
  • ნიორი
  • შავი პილპილი
  • ძმარი
  • მარილი 
  • ჩილი 
  • ლიმონი
  • ლაიმი
  • კურკუმა.

რვაფეხა მოვათავსოთ წითელ ღვინოში, დავამატოთ ძმარი, დაფნის ფოთოლი, ჩილი და გავაჩეროთ 3-4 საათი.

ქვაბში მოვათავსოთ რვაფეხა, ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 40 წუთი. ამოვიღოთ, წავუსვათ ზეითუნის ზეთი, მოვასხათ ლაიმის წვენი, მოვაყაროთ შავი პილპილი, რეჰანი.

მუხუდო მოვათავსოთ ნელთბილ მარილწყალში 12 საათი. მოვხარშოთ. დავამატოთ ზეითუნის ზეთი, ორი ცალი ლიმონის წვენი, შავი პილპილი, მარილი, კურკუმა და დავაბლენდეროთ. ( კურკუმას გარეშეც საუკეთესოა.)

სტაფილო, ფერადი კომბოსტო მოვხარშოთ, დავამატოთ მარილი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და დავაბლენდეროთ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.