fbpx

ინტიმურობის ტერიტორიები – ქორეოგრაფიული ვორქშოფები ქალებისთვის


გააზიარე სტატია

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და Performat Foundation (პოლონეთი) წარმოგიდგენთ:


ინტიმურობის ტერიტორიები – ქორეოგრაფიული ვორქშოფები ქალებისთვის

რენატა პოიტროვსკა-ოფრეტ

  • თარიღები: 3, 10, 17, 31 ოქტომბერი, 7 ნოემბერი
  • საათი: 12:00 (GMT+4)
  • შეხვედრები ჩატარდება პროგრამა ZOOM მეშვეობით.
  • სამუშაო ენა: ინგლისური
  • მონაწილეთა რაოდენობა: 16

ვორქშოფის მსვლელობისას შეიქმნება ვიდეოარტი, როგორც დოკუმენტაცია, და ასევე ონლაინპუბლიკაცია.
ვორქშოფები ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის. მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ  შეავსოთ მოცემული კითხვარი 1 ოქტომბრის ჩათვლით.



ინფორმაცია ვორქშოფების შესახებ:

პრაქტიკული და თეორიული ვორქშოფებისას ჩვენ გავივლით ქორეოგრაფიისა და მოძრაობის პრაქტიკებს, ასევე გამართავთ  დისკუსიებს შერჩეულ ტექსტებზე.  ერთად ვიმსჯელებთ მიკუთვნებულობისა და დეკონსტრუქციის მოდელებზე, რომლებიც ეხება მსხვერპლ ქალებსა და ჯადოქარი ქმნილებების ემანსიპაციულ  განზომილებებს.

რენატა პოიტროვსკა-ოფრეტთან ერთად მონაწილეები შექმნიან მოძრაობისა და ქორეოგრაფიულ პრაქტიკებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთად ყოფნის შეგრძნებაზე, მოსმენაზე, საკუთარი სხეულის გამოცდასა და ძალაზე, რომელმაც ბიოლოგიურ სხეულში შეიძლება გაიღვიძოს. ჯგუფი იმუშავებს მსხვერპლისა და ჯადოქრის გამოხატულების ფენომენზე – მის ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტზე.

ქორეოგრაფი რენატა პიოტროვსკა-ოფრეტი დასაწყისისთვის მონაწილეებს  შესთავაზებს მოძრაობის პრაქტიკას, დავალებებსა და სცენებს, რომელიც შერჩეულია მისი ბოლო ნამუშევრიდან Flatland of limp muscles. 

 

ეს პრაქტიკა დაფუძნებულია, ისეთ მასალებზე, როგორებიცაა:

  • ცეკვა, რომელიც ინსპირირებულია ისტორიული “Dance of the Chosen” – ნიჯინსკის ქორეოგრაფია ბალეტიდან “Rite of Spring/კურთხეული გაზაფხული”
  • შეხების პრაქტიკა – „hexing the state” – შეგრძნებებიდან ზედმეტად გამოხატული მოძრაობებამდე და მუსიკალურ პრაქტიკამდე.
  • „რხევასა და ხტომას შორის“ ტრანსის ცეკვა. 

 

ინტელექტუალური თვალსაზრისით, მონაწილეები შეეცდებიან შექმნან ახალი სისტემის ხედვა, ქალის სხეულის რეპრეზენტაციებისა და მისი მოპყრობის ახალი სტრატეგიები. ჯგუფი ოთხ ძირითად თემას გააანალიზებს: ქალთა დამოუკიდებლობა, პოლიტიკური რეპროდუქცია, ქალის სხეულის დაბერება, ქალისა და დედამიწის სხეული – მათი ბუნებრივი რესურსებით. ყოველდღე ვორქშოფი დაიწყება ერთ-ერთ თემაზე შერჩეული ტექსტის კითხვით. ყოველ მეხუთე დღეს გაიმართება  შეხედულებების შეჯამება, კითხვები და მსჯელობა. შეხვედრებზე ასევე ვისაუბარებთ ჰორიზონტალურ ჰუმანურ ურთიერთობებსა და ზრუნვის პოლიტიკაზე.

მონაწილეები წაიკითხავენ და იმსჯელებენ კულტურული თეორიის ტექსტებზე, მათ შორის ფემინისტებისა და ეკოფემინისტების ტექსტებზე, რომელთა ავტორებიც არიან: Mona Chollet, Sarah Ahmed, Stacy Alaimo or Emilie Hache.

ყველა დავალება დაფუძნებული და დამოკიდებულია პრაქტიკასა და თეორიას შორის ურთიერთობაზე. ქორეოგრაფია ამ ვორქშოფში ფართო გაგებით აღიქმება, როგორც სტრატეგია და ურთიერთობა სხეულსა და გონებას შორის, მოძრაობასა და აზრებს შორის, რომელიც მოცემულია საგანმანათლებლო, ხელოვნებისა და სოციალურ კონტექსტში.

ასეთი ლაბორატორიული შეხვედრები, რომელიც პრაქტიკას თეორიას უკავშირებს, შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ ქორეოგრაფია – როგორც სოციალური განზომილება. ეს შეიძლება არ იყოს მხოლოდ “აქ და ახლა” გამოცდილება, არამედ ასევე იყოს ინდივიდუალური და კოლექტიური საქმიანობის შემდგომი სტიმულირება, უფრო ფართო სოციალური და პოლიტიკური კონტექსტით.

ვორშოფების შედეგი იქნება პრაქტიკების ფრაგმენტების ვიდეოპრეზენტაცია და განხილული იდეების (ახალი სისტემა / ცვლილება / მომავალი) პუბლიკაცია. ამ  პუბლიკაციას გაეცნობით  ონლაინფორმატში და ის გააერთიანებს ტექსტებს, ფრაგმენტებს დისკუსიებიდან, პრაქტიკების აღწერას, ნახატს, ფოტოს და სხვა ფორმებს. პუბლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება  უფასოდ.



ბიოგრაფია:

რენატა პიოტროვსკა-ოფრეტი არის ქორეოგრაფი. თავის ნამუშევრებში ის იყენებს ექსპერიმენტული ცეკვის, საშემსრულებლო ხელოვნების, დრამატურგიის და თეატრის ელემენტებს. 2014 წლიდან  მუშაობს პროექტზე “პირადი პიესები” – პერფორმანსებზე ქალის სხეულის პოლიტიკის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში მან შექმნა: Death: Exercises and Variations (2014), The pure gold is seeping out of me (2017) და Flatland of limp muscles (2019). რენატა იყო ერთ-ერთი წამყვანი ხელოვანი პლატფორმაზე Aerowaves 2017 და 2019 წლებში. renatapiotrowska.pl

ვორქშოფები ხორციელდება Performat Foundation-ისა და “პლატფორმა კირკეს” მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში: “Polki. Choreografie społeczne / The Poles. Social Choreographies / პოლონელები. სოციალური ქორეოგრაფია”.

პროექტი თანადაფინანსებულია მრავალწლიანი პროგრამის, NIEPODLEGŁA 2017-2022 მიერ, რომელიც ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის – “Cultural Bridges”-ის  ნაწილია.

პროექტი თანადაფინანსებულია თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” მიერ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.