fbpx

„იცნობდე შენს მეზობელს“ – გამოფენა Oxygen 2020


გააზიარე სტატია

ყოველწლიური გამოფენა „Oxygen” რომელსაც სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ ახორციელებს, 30 სექტემბერს მესამედ იხსნება. 2018-2019 წლებში, პროექტი Oxygen_Tbilisi No Fair-ად მოიხსენიებოდა და თბილისის სახელოვნებო ბაზრობის პარალელურად მოქმედებდა, როგორც მისი არაკომერციული ალტერნატივა. 

გლობალური პანდემიის შექმნილმა რეალობამ, და შემდგომ სახელოვნებო ბაზრობის გადადებამ პროექტს საზღვრების გაფართოებისაკენ უბიძგა: Oxygen-ის თემა, სტრუქტურა და ფორმატი  ყოველ წელს ახალი კურატორისა და მისი ჩანაფიქრის მიხედვით შეიცვლება.

 

Oxygen 2020_Know Thy Neighbor

წლევანდელი თემა გლობალური პანდემიის შეზღუდვებში და ნიღბებს იქით, ჟანგბადის ნაკლებობაში დაიბადა. 2020 წლის Oxygen-ი, რომლის კურატორიც ირინა პოპიაშვილია, გაიხსნება სათაურით: „იცნობდე შენს მეზობელს.“ვიდეო: "სევდა" – გიორგი გრძელიშვილი, მოუშენ-გრაფიკაReborn in the heart of the global pandemic lockdown and limited oxygen behind the face masks, 2020’s edition opens with the title “Know Thy Neighbor” under curation of Irena Popiashvili. Video: "Sorrow" by Giorgi Grdzelishvili, Motion Graphics

Gepostet von Propaganda.network am Dienstag, 22. September 2020

 

2020 წლის Oxygen, სათაურის თარგმანის შესაბამისად, ჟანგბადის ნაკლებობასა და ნიღბებს იქით კომუნიკაციაში განვითარდა, მისმა წლევანდელმა კურატორმა, ირინა პოპიაშვილმა კი დისტანციისა და საზღვრების ცნებები მულტიმედიურ ჯგუფურ გამოფენად შეკრა, სათაურით  „იცნობდე შენს მეზობელს“.

გამოფენა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ პოლიტიკურ კულტურულ და მენტალურ დისტანციაზე ისაუბრებს. მოწვეული ქართველი არტისტები პირველად გამოიფინებიან Oxygen-ის ფარგლებში, ხოლო მათთან ერთად სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელორუსი, პოლონელი, რუსი და სერბი არტისტები ექსპოზიციაში ვირტუალური თუ ფიზიკური სახით შეიტანენ წვლილს. 

აღნიშნულ ნამუშევართა კომპილაცია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის მწვავე საკითხთა გაცნობიერების და შემოქმედებითი დიალოგისკენ მოპატიჟებაა. გამოფენა ახალ წესრიგში თბილისის სახელოვნებო სცენის პოტენციალზე ისაუბრებს და კულტურულ რუკაზე მას ერთ-ერთ საკვანძო პუნქტად მოიაზრებს.   

მონაწილეობენ: სანდრო ანჩაბაძე, ანასტასია ახვლედიანი, საიალი ბაჰარი, უტა ბექაია, ოლგა ჩერნიშევა, ანდრო დადიანი, იოანა წულაია, გიორგი გრძელიშვილი, ანა ჯიბლაძე, ნიკიტა კადანი, თომა თამარა კანაშვილი, რიტა ხაჩატურიანი, ვლადიმერ ჰრამოვიჩი, ტაუს მახაჩევა, ვლადიმირ მილადინოვიჩი, ნუცა მიქაბერიძე, ენდრიუ ნორსი, ლუკას რადიშევსკი, გურამ შავდია, ნვარდ იერკანიანი, გიორგი ვარდიაშვილი და W2kshop.

დამთვალიერებელს გამოფენაზე ფიზიკური დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით შეეძლება შემდეგ ლინკზე: www.doodle.com/poll/m83ucmqpd4tune6e

გამოფენის გახსნის დღიდან კი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება პროექტის ვებსაიტზეც:  oxygen.propaganda.network 

 

ნამუშევრები პოსტერზე: 

  • ნვარდ იერკანიანი, “სევანის მწერალთა დასასვენებელი სახლი.”
  • არქიტექტორები: გევორგ კოჩარი და მიქაელ მაზმანიანი.
  • დაგეგმარებულია 1965 წელს.
  • სერიიდან: საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა სომხეთში, 2019 
  • ნამუშევარი პოსტერზე: ვლადიმერ ჰრამოვიჩი, სერიიდან “მოჩვენებები,” 2018, ციფრული კოლაჟი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.