fbpx

საუკეთესო ფილმი, რეჟისორი, მსახიობი, სცენარი — დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან სებასტიანის კინოფესტივალზე


გააზიარე სტატია

 

 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, სან სებასტიანის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დასაწყისი” თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის — საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობისა (ია სუხიტაშვილი) და სცენარის ნომინაციაში. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დეას ფილმმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოც დაიმსახურა.

კულუმბეგაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თავს ექსტრემისტული დაჯგუფება დაესხმება. 

იანას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ლიდერის ცოლია, შინაგანი უკმაყოფილება  მას შემდეგ იზრდება, რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

“დასაწყისი” რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაშიც მოხვდა.

აღსანშნავია, რომ ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, რატი ონელი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. კინოსურათის ერთ-ერთი პროდიუსერი მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.