Situationist-ის პარიზული დებიუტი – ვიდეოჩვენება თბილისის ქუჩებში
ქართული ბრენდმა situationist-მა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე ციფრულად წარადგინა. ვიდეოპრეზენტაციაში მოდელები situationist-ის სამოსით თბილისის ქუჩებში დადიან.
საინტერესოა ქუჩის გამვლელების რეაქცია. მათი აღქმა ორიგინალური იდეის მიმართ განსხვავებულია. ვიდეო დაგაფიქრებთ, რომ ყოველდღიური ჩაცმის სტილი უხილავებად გვაქცევს. “სიტუაციონისტი” კი გვეუბნება და გვახსენებს, რომ ჩვენ ინდივიდუალურები ვართ.
იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება წარმოიდგინოთ, კოლექცია საკმაოდ მიწიერია. მასში ძირითადად გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ქსოვილები, რომლებიც ახლებურადაა გააზრებული. ზოგიერთ შემთხვევაში ქალის ტანსაცმელი მამაკაცს აცვია და პირიქით.
ირაკლი რუსაძის ვიდეოპრეზენტაცია მრავალმა ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ გააშუქა, მათ შორის Le Figaro, New York Times, Vogue, Marie Claire, Harpers Bazaar.
ვიდეოს ავტორი: სალომე ფოცხვერაშვილი
ორიგინალი: https://www.vogue.cz/