fbpx

Materiel Tbilisi-მა საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას მიაღწია


გააზიარე სტატია

იდეა, რომელიც ათი წლის წინ, მაია გოგიბერიძეს გაუჩნდა, ორ ნიჭიერ დიზაინერთან, ლადო ბოკუჩავასა და ალექსანდრე ახალკაციშვილთან ერთად განახორციელა. 

ბრენდი 2018 წელს, სხვა წარმატებული ქართველი დიზაინერების კოლექციებთან ერთად, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში მოექცა.

 

MATERIEL ANNOUNCEMENT TIKO PAKSAFilm by JAM PROJECT Grigor DevejievMerab ChumburidzeDavid AkhmaevSofio McQueenMaria IlchenkoMercedes-Benz Fashion Week TBILISI

Gepostet von JAM PROJECT am Montag, 28. September 2020

 

“ბრენდის მზაობა განაპირობა წარმოებისა და ლოჯისტიკის ეფექტურმა სისტემამ, ასევე გამოცდილმა და კვალიფიციურმა კადრებმა. ამ ასპექტების გარეშე რთულია დააკმაყოფილო საერთაშორისო მოთხოვნები. ბრენდის კრეატიული მხარე არის ის, რასაც საზოგადოება ხედავს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პროცესები, რაც მის მიღმა მიმდინარეობს“, – ამბობს Materiel Tbilisi-ის მარკეტინგის მენეჯერი რუსა ჯანაშია AT.ge-სთან საუბრისას. 

მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, მატერიელის პროდუქცია დღეს ისეთ პლატფორმებზეა წარმოდგენილი, როგორიცაა: Net-a-Porter, Browns, SSENSE, Bergdorf Goodman, Harrods, Selfridges, My Theresa, Galeries Lafayette, Luisa Via Roma და სხვა 30-მდე ონლაინმაღაზიასა და ბუტიკში.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ქართულ ბრენდსაც შეეხო, თუმცა, კარგია, რომ ის მაინც ცდილობს ინტერესის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. 

„პანდემიამ შეცვალა ჩვენი ხედვა, მუშაობის სტილი და მიმართულება. შეიცვალა კოლექციები, რათა უკეთ მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებს. უპირატესობა მივანიჭეთ ყოველდღიურ, პრაქტიკულ ტანსაცმელსა და ფერების პალიტრას. ასევე ვეცადეთ ნივთები უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. კოლექციაში ცვლილებების გარდა კი ვცდილობთ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ციფრული სამყარო“, – ამბობს რუსა ჯანაშია.

აღსანიშნავია, რომ Materiel Tbilisi-ის ახალი კრეატიული დირექტორი  ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი თიკო პაქსაშვილია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.