fbpx

“ბალენსიაგას” ახალ ვიდეოში მარიშა ურუშაძეც მონაწილეობს


გააზიარე სტატია

 

ბალენსიაგას მოდის სახლმა ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც სამოდელო სააგენტოს, Look Models-ის მოდელი მარიშა ურუშაძეც მონაწილეობს.

 

 

ახალი ვიდეოთი დემნა გვასალიამ 2021 წლის კოლექცია დააანონსა.

ბალენსიაგას ახალ კლიპში მარიშა ურუშაძე და სხვა მოდელები ღამით პარიზის ქუჩებში დადიან და ბრენდის ახალი კოლექციიდან რამდენიმე მნიშვნელოვან სამოსს გვიჩვენებენ. 

ტრადიციულად ბალენსიაგასთვის მუსიკალური კომპოზიცია  BFRND-მა შექმნა.

შეგახსენებთ, რომ Balenciaga-ს Haute couture-ს წარდგენა 2021 წლის ივლისამდე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიას გადაწყვეტილებით ბალენსიაგას ოტ კუტიური მამაკაცის ხაზსაც მოიცავს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.