Შავი ფერის საიდუმლო ისტორია
“40 წლის განმავლობაში ვრწმუნდებოდი, რომ შავი ფერი ფერების დედოფალია”, – ამბობდა პიერ ოგიუსტ რენუარი.
მაგრამ მაინც რატომ არის შავი ფერი სხვა ფერებზე გამეფებული?
Შავი ფერი ფართო სპექტრის მოვლენებთან ასოცირდება. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სიკვდილთან, გლოვასთან, შავ მაგიასა თუ სიბნელესთან. თუმცა ამავდროულად ის სიმბოლოა ელეგანტურობის, სიმდიდრის, თავშეკავებისა და ძალაუფლების. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში, როგორც პრეისტორიული ხელოვანებისა და წიგნის მბეჭდავების მიერ პირველად გამოყენებულმა მელნის პიგმენტმა. დღესდღეობით არსებობს ისეთი მუქი შავიც კი, რომელიც სიცარიელეში ყურების ასოციაციას ტოვებს. გააგრძელეთ კითხვა, რომ აღმოაჩინოთ მეტი საინტერესო ფაქტი ყველაზე მუქი ფერის ისტორიის შესახებ.
პრეისტორიული შავი
Შავი იყო ერთ-ერთი პირველი ფერი, რომელიც ხელოვნებაში გამოიყენეს. პრეისტორიული არტისტები იყენებდნენ შავ ნახშირსა და რკინის მინერალებს, რათა შეექმნათ შავი პიგმენტი და გამოეყენებინათ იგი გამოქვაბულების კედლების მოსახატად. ნახატზე წარმოდგენილი მოზვერი 17 ათასი წლის წინ დაიხატა საფრანგეთში, ლასკოს მღვიმეში, თუმცა ის მხოლოდ და მხოლოდ 1940 წელს იქნა აღმოჩენილი 18 წლის ფრანგი ბიჭის მიერ, მიმდებარე სოფლის დათვალიერებისას. Მღვიმეში აღმოჩენილი 2000 პალეოლითური ნახატი ადამიანების, აბსტრაქტული სიმბოლოებისა და ცხოველების აღმნიშვნელია.
ანტიკური შავი ფერი
ბერძნებმა განავითარეს თიხის ჭურჭელზე შავი სილუეტების მოხატვის დახვეწილი ტექნიკა. Მოგვიანებით, მათ ასევე გამოიგონეს ტექნიკა, რომლითაც შეეძლოთ დაეხატათ წითელი ფიგურები შავ ფონზე. Ნახსენებ წითელ და შავ ფიგურებიან ვაზებს შემქმნელები ხელს აწერდნენ და ასე დაიბადა პირველი ხელმოწერილი ნამუშევრების ანალოგი მსოფლიოში. მასზე წარმოჩენილია, როგორ შეექცევა ჭიქა ღვინოს წვეულების ღმერთი დიონისე.
შავი ფერი რელიგიაში
ბენედიქტელი ბერები შავი ხალათებით იყვნენ შემოსილნი, რაც თავმდაბლობისა და მონანიების სიმბოლო იყო. Მე-12 საუკუნეში, აწ უკვე წოდებულ “შავი ბერებს” დაუპირისპირდნენ ცისტერციელი ბერები, რომლებიც თეთრ ფერს ირჩევდნენ. ბენედიქტელებმა ცისტერციელები თეთრი ხალათებით დემონსტრირებულ სიამაყეში დაადანაშაულეს. თუმცა ცისტერციელებმა კონტრ-არგუმენტად ბენედიქტელების შავი ფერის ხალათები მოიყვნანეს და ახსნეს, რომ თავიანთი თეთრი ფერის ხალათები უმანკოებისა და სიწმინდის სიმბოლო იყო.
მელნის ოსტატები
აღმოსავლური მელნით მხატვრობის ოსტატები იყვნენ ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ შავ მელანს იყენებდნენ პეიზაჟის სულის გამოსახატად. საუკეთესო არტისტებად ითვლებოდნენ ისინი, ვინც რაც შეიძლება ნაკლები ფუნჯის მოსმით ახერხებდნენ ასმოსფეროს ნახატზე დატანას. სესიუ ტოიო, ამ შემოდგომის პეიზაჟის ავტორი, იყო ყველაზე ცნობილი იაპონელი მელნის ოსტატი. Მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ნახატთან ასოცირდება მისი სახელი, მხოლოდ რამოდენიმეს წამოშობის ისტორიაა დაზუსტებული. ტოიოს ეს ნამუშევარი, რომლის შექმნაც მხატვარს ჩინეთში მოგზაურობამ შთააგონა, წლის სეზონების სერიიდანაა.
შავი თეთრზე
მსოფლიოს Პირველი ნაბეჭდი წიგნი, გუტენბერგის ბიბლია, შეიცავდა შავ წარწერებს თეთრ ქაღალდზე, რადგან ორი ფერის კონტრასტი ყველაზე ადვილად იკითხებოდა. ბეჭდური წიგნების მასიური წარმოება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გამოიგონეს ახალი ტიპის დასაბეჭდი მელანი, რომელიც შედგებოდა ჭვარტლის, სკიპიდორისა და კაკლის ზეთისაგან.
ისევ შავში
მე-14 საუკუნემდე, ყველაზე ძვირფასი ნაჭრები იღებებოდა წითლად, ლურჯად და იასამნისფრად- და არა შავად. თუმცა, მაღალი ხარისხის შავი საღებავისა და თავადაზნაურობისთვის ფერადი ტანსაცმლის ამკრძალველი კანონების გამოჩენამ უბიძგა მდიდარ იტალიელებს ჩაეცვათ შავი, როგორც სტატუსის მაჩვენებელი ფერი. ევროპის სხვა მონარქებმაც მალე შემოიტანეს შავი სამოსი თავიანთ გარდერობებში.
პატარა შავი კაბა
პატარა შავი კაბის გამოჩენა კოკო შანელს უკავშირდება, რომელმაც 1927 წელს შექმნა სადა შავი კაბებისა და კოსტიუმების სერია. ეს კოლექცია შემდგომ ამერიკულ ვოგში დაიბეჭდა. ოდრი ჰეპბერნის მინიმალისტურმა, ჟივანშის შავმა კაბამ, რომელიც მას ფილმში “საუზმე ტიფანისთან” ეცვა, კაბის ეს სტილი გააპოპულარულა. იოლად სატარებელი და ყოველთვის ელეგანტური პატარა შავი კაბა ნებისმიერი გარდერობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
ყველაზე მუქი “შავი”
2014 წელს, ინგლისურმა ტექ-კომპანიამ განაცხადა, რომ მათ გამოიგონეს ყველაზე მუქი შავი ფერი მსოფლიოში. Სახელად “ვანტაბლექი”, ეს ნივთიერება, რომელიც შუქს ატყვევებს იმ დონემდე, რომ მისი ზედაპირი სიცარიელეს ჰგავს, მეტალის ზედაპირზე ნახშირბადის ნანოტუბების გაზრდით მიიღეს. Კომპანიამ ამ ტექნოლოგიის ექსკლუზიური გამოყენების უფლება არტისტ ანიშ კაპურს მისცა. ანიშ კაპური ყველაზე მუქ შავ ფერს იყენებს იმისთვის, რომ მაყურებელს შეუქმნას შავ ხვრელში ყურების შთაბეჭდილება.
შავი ფერი თანამედროვეობაში
დღეს შავი ფერი ისეთივე აქტუალურია, როგორიც ყოველთვის იყო. ბოლო ტენდენციებით სიშავე აქტიურად გამოჩნდა ტექნოლოგიების სფეროში. რამდენიმე წელია, დიდი კომპანიები დიდი მონდომებით ქმნიან შავ დიზაინს, რათა გააუმჯობესონ მომხმარებლების გამოცდილება. ასეთების სიაშია ფეისბუქი, გუგლი, იუთუბი, ინსტაგრამი, თიბისი და სხვები.
შავი ფერი გამოჩნდა ამ კომპანიების პროდუქტებშიც. მაგალითად, თიბისის ახალი ბარათებიდან ერთ-ერთი, რომლის აღებაც ყველას შეუძლია, შავია. ბარათის ასაღებად და პაკეტის გასაცნობად გადადით საიტზე TBCCARDS.GE.
არის თუ არა ნარინჯისფერი ახალი შავი? თუ გავითვალისწინებთ შავი ფერის მდიდარ ისტორიას, მაშინ ნამდვილად არ არის. პრეისტორიული მღვიმეები, ბერძნული ვაზები, შუასაუკუნეების ეშმაკები, დუელში ჩაბმული ბერები თუ კოკო შანელი, “შავი” ხელოვნებისა და დიზაინის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ფერია. “Შეღებე შავად”, იმღერა როლინგ სტოუნსმა და ჩვენც, არ შეგვიძლია, არ დავეთანხმოთ.