fbpx

მერაბ ნინიძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე  – აქ.ახლა, პროფესია – ხელოვანი


გააზიარე სტატია

თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.  ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის – „აქ.ახლა, პროფესია – ხელოვანი“ ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე და თანამედროვე სამყაროში მსახიობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მერაბ ნინიძე მაყურებელს გაუზიარებს დეტალებს რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმის – „30 დღე, 30 ღამე“ შესახებ, რომლის გადაღებაც ახლა მიმდინარეობს.

მსახიობი პოეზიისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ამ დარგების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე, ასევე პროექტზე – „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები” ისაუბრებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.