fbpx

დღეს მოძრაობის თეატრი 20 წლის გახდა


გააზიარე სტატია

 
დღეს მოძრაობის თეატრი 20 წლის გახდა. პანდემიის გამო თეატრი 7 თვეა დაკეტილია მაგრამ საიუბილეო წარმოდგენა დასის წევრებმა სახურავზე გამართეს. კახა ბაკურაძის დაფუძნებულმა თეატრმა 20 წლის მანძილზე, მხოლოდ და მხოლოდ დიდი შრომის, ენთუზიაზმის, იდეების და განუწყვეტელი სიახლეების ხარჯზე, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე შეძლო, მაყურებლისთვის მუდმივად საინტერესო სარეპერტუარო თეატრად ქცევა.

20 წლის მანძილზე, 13 წელი, თეატრს არ ჰქონდა სარეპეტიციო და სათამაშო სივრცე. დასი რეპეტიციობდა და სპექტაკლებს მართავდა ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობას ნახავდა და მაინც, სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დაჰყვებოდა ერთგული მაყურებელი.

წლების მანძილზე მოძრაობის თეატრი გახდა თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი თანამედროვე ქართული ხელოვნებით დაინტერესებული ტურისტებისთვის.
AT.ge ულოცავს მოძრაობის თეატრს 20 წლის იუბილეს და წინსვლას უსურვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.