fbpx

5 ვეგანური და ვეგეტარიანული კაფე თბილისში


გააზიარე სტატია

დღეს, ადამიანებს შეუძლიათ ვეგანური კერძები მიირთვან ზედმეტი ძალისხმევისა და დაბრკოლებების გარეშე. თბილისი სწორედ ის ადგილია, რომელიც გვიქმნის კომფორტულ გარემოს და ხელს გვიწყობს, უპრობლემოდ მივყვეთ ჩვენი ცხოვრების სტილს.

სტატიაში წარმოდგენილი 5 ვეგანური და ვეგეტარიანული კაფე ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ ასეთი საკვები უგემურია.

SEED

“ბევრი საუბარი სიჯანსაღეზე, არაჯანსაღია, ის უბრალოდ უნდა გამოსცადო“- სწორედ ამიტომ არის დღეს ვეგანური კაფე „SEED“ ჩვენს გვერდით. ის სულ ახლახანს გაიხსნა გ.ტაბიძის 24 ნომერში და გემრიელ საკვებთან ერთად, მომხარებელს თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს აცნობს.

Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავენულია. სტარტაპის დამფუძნებლებმა თითოეული ინგრედიენტის ისტორია კარგად იციან და კერძების მომზადების პროცესში თვითონ იღებენ მონაწილეობას.

Seed-ის ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ტოფუ კრისპ ბურგერია, რომლისთვისაც ფუნთუშებს ყოველდღიურად Seed-ის სამზარეულოში აცხობენ, იქვე კეთდება ყველი და კიტრისა და ხახვის მარინადები ბურგერისთვის. გარნირად ბურგერს სალათი, გამომცხვარი კარტოფილი და სტაფილო მოყვება აიოლის სოუსით. საბოლოო ჯამში კი, კერძი ნოყიერი და ძალიან გემრიელია.

ეწვიეთ SEED-ის ფეისბუქის გვერდს.

გობი

„გობი“ თბილისში 2018 წელს გაიხსნა და დღემდე აქტიურად უმასპინძლდება სტუმრებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით. ის მომხმარებელს ქართულ-აღმოსავლურ სამზარეულოს სთავაზობს.

„გობის“ კერძების დაგემოვნება ნიკოლაძის 4 ნომერშია შესაძლებელი. მყუდრო გარემო და  მაღალი ხარისხის პროდუქტისაგან დამზადებული, დაბალანსებული კერძები- „გობის“ სავიზიტო ბარათია.

კაფე „გობი“ იქ მისულ სტუმრებს უგემრიელესი ფალაფელის სენდვიჩით გაუმასპინძლდება, რომლისთვისაც პიტას პურს „გობის“ სამზარეულოშივე აცხობენ.

ეწვიეთ გობის ფეისბუქის გვერდს.

 Kiwi კაფე

„kiwi კაფე“ პირველი ვეგანური კაფეა საქართველოში, რომელიც 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. მათი მიზანი ვეგანური კერძების პოპულარიზაციაა. ისინი ალტერნატივას სთავაზობენ იმ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს ცხოველური პროდუქტის მიღებაზე.

“kiwi კაფე“ ასევე გთავაზობთ სივრცეს სოციალური შეხვედრებისათვის, რომელიც ი.მაჩაბელის 6 ნომერში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ერთიანი ძალისხმევით იპოვოთ გარემოს დაცვისა და ცხოველებზე ზრუნვის გზები, გაუზიაროთ ერთმანეთს იდეები და უბრალოდ ისიამოვნოთ გემრიელი კერძებით.

ერთ-ერთი ასეთი კერძი კი ტოფუს შაურმაა  კიტრით, პომიდვრით, სალათის ფოთლებით, ხახვითა და რა თქმა უნდა, დამარინადებული შემწვარი ტოფუთი, რომელიც საფირმო სუნელებითაა შეზავებული.

ეწვიეთ კივი კაფეს ფეისბუქის გვერდს.

ნამუ

„ნამუ“ პირველი მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კონცეფციის სამზარეულოა საქართველოში, რომელიც 2016 წელს გაიხსნა და დაინტერესებულია, პირველ რიგში, იმით, რომ მომხარებელს ჯანსაღი საკვები შესთავაზოს.

კაფე „ნამუს“ შეგიძლიათ შალვა დადიანის 30 ნომერში ესტუმროთ და ისიამოვნოთ გემრიელი და ამავდროულად, ცოცხალი, უგლუტენო, უფქვილო და უშაქრო საკვებით.

კაფე „ნამუში“ შეგიძლიათ მიირთვათ ავოკადოს ტოსტი, წითელ დოლის პურზე ფერმენტირებული ქეშიუს ყველით, ან მუხუდოს ომლეტი- ასევე ფერმენტირებული მუხუდოს მარცვლებით. აღსანიშნავია, რომ აქ კერძების უმეტესობა ფერმენტირებული პროდუქტისგან მზადდება და ამით კიდევ უფრო სასარგებლო თვისებებს იძენს.

ეწვიეთ ნამუს ფეისბუქის გვერდს.

კაფე ლეილა

„კაფე ლეილა“ ვეგეტარიანიული კაფეა, რომელიც ქალაქის ძველ უბანში, იოანე შავთელის 18 ნომერში მდებარეობას. ის გამოირჩევა უნიკალური, ისტორიული ინტერიერითა და დეკორით.

„კაფე ლეილა“ მომხარებელს მშვიდ, მყუდრო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია გემრიელი ქართულ-ევროპული კერძების დაგემოვნება მშვიდი მუსიკის თანხლებით.

ეწვიეთ კაფე ლეილას ფეისბუქის გვერდს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.