fbpx

მერაბ ნინიძე ალექსეი გერმანის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს


გააზიარე სტატია

ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ამჟამად რუსეთში, ქალაქ პეტერბურგშია და ახალი ფილმში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

“30 დღე და 30 ღამე” ასე ჰქვია რეჟისორ ალექსეი გერმანის (რეჟისორ ალექსეი გერმანის შვილი) ახალ მხატვრულ ფილმს, რომელშიც ნინიძე მთავარ პერსონაჟს, დავითს განასახიერებს.

ამის შესახებ ნინიძემ TBC ბანკის პროექტში “აქ. ახლა” ნესტან ნენე კვინიკაძესთან ისაუბრა.

 

 

მსახიობის თქმით, ფილმის სიუჟეტი რუსეთში მცხოვრები ქართველი მასწავლებელის გარშემო ვითარდება, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს და ამის გამო მას შინაპატიმრობას მიუსჯიან.

ალექსეი გერმანმა ბოლო Dovlatov ფილმი 2018 წელს გადაიღო, მისი პრემიერა კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.