fbpx

როგორი იქნებოდა მსოფლიო ბრენდების პოსტერები, ისინი ზემო აჭარაში რომ გადაეღოთ – ფოტოსერია


გააზიარე სტატია


33 წლის ქართველი ფოტოგრაფი დათო ქორიძე 15 წელია, რაც დოკუმენტური ჟანრის ფოტოებს იღებს.  

საყვარელი საქმიანობის გარდა რადიოთავისუფლებაში მუშაობს რეპორტიორად და ბოლო დროს საინტერესო თემებზე ვიდეოებსაც აქვეყნებს. 

ჩვენი ყურადღება მისი ფეისბუქის კედელზე გამოქვეყნებულმა ახალმა ფოტოსერიამ მიიქცია, რომელშიც ულამაზესი მაღალმთიანი აჭარაა ასახული – თითოეულ ფოტოს კი სხვადასხვა ბრენდის ილუსტრირებული ლოგო ამშვენებს. 

ფოტოები რამდენადაც შთამბეჭდავია, იმდენად სახალისოცაა და შესაბამისად, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა იდეა, ფოტოგრაფი ასე გვპასუხობს: 

“წელს პირველად ვიმოგზაურე მაღალმთიან აჭარაში. როდესაც ჩავედი, წარმოვიდგინე, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ცნობილ ბრენდებს ჩემთვის ფოტოების გადაღება დაეკვეთათ და სამუშაო პროცესში სრული თავისუფლებაც მოენიჭებინათ  – იქვე გამიჩნდა იდეა, რომ მობილურით გადაღებულ ფოტოებზე, რომლებსაც ინსტაგრამის ფილტრი ადევს, სხვადასხვა ბრენდის ლოგო დამედო. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს სახელები კარგად მიესადაგებოდა ფოტოზე ასახულ გარემოს“, – ამბობს დათო AT.ge-სთან საუბრისას. 

ფოტოგრაფი სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს. ის უტა ბექაიასთან ერთად ვიდეოინსტალაციაზე მუშაობს, რომლის გადაღებაც თუშეთში დაიწყო და მთიან აჭარაში დაასრულა. პრეზენტაცია ნოემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. 

იქამდე კი მომღერალ მებო ნუცუბიძის ვიდეოკლიპზე მუშაობს, რომლის რეჟისორიცა და იდეის ავტორიც თავად არის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.