fbpx

საჭმელი ბოქსები გამოძახებით-სნეკები,დესერტი და სხვა კრეატიული შეთავაზებები


გააზიარე სტატია

ავტორი: რუსა გვენცაძე

 

 

საქართველოში კვების ინდუსტრიაში მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, რაც, თავის მხრივ, საკვები ობიექტების ზრდასაც იწვევს. ჩვენს ქვეყანაში კრეატიული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც გვთავაზობენ განსხვავებულ პროექტებს, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას მრავალფეროვანსა და შედარებით მარტივს ხდის. 

სტატიაში წარმოდგენილი კომპანიები სიახლისკენ სწრაფვის საუკეთესო მაგალითებია.

მაშ ასე, ნახეთ საჭმლის საუკეთესო ბოქსები – ქართული გასტროინდუსტრიის ნოუჰაუ.

 

შენeat

კომპანია “შენeat”, რომელიც სულ ახლახან  გამოჩნდა ბაზარზე, ყველასთვის ძალიან კომფორტულია.

სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ნახელავით კმაყოფილი ხარ და ამას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უზიარებ, თუმცა ამ ყველაფრის უკან ხშირად საკმაოდ დამღლელი პროცესი იმალება, როგორიცაა, პროდუქტების შეძენა, გასუფთავება, დაჭრა და ა.შ. სწორედ ამას აგაცილებთ თავიდან კომპანია “შენeat”. შენeat-ის ვებგვერდზე: https://sheneat.ge/  მრავალფეროვანი კერძებიდან  თქვენ მხოლოდ სასურველი  უნდა აარჩიოთ, დანარჩენზე კი კომპანია იზრუნებს: სახლში მიიღებთ კერძის ინგრედიენტებსა და დეტალურ რეცეპტს.

“შენeat” მზადების პროცესს გასართობს ხდის. შეგიძლიათ შეკრიბოთ მეგობრები, შეუკვეთოთ რამდენიმე კერძი და ერთად ისიამოვნოთ მზადების პროცესით.

„დაზოგე დრო და ენერგია – მოამზადე შენeat გემრიელი კერძი.“

 

   

Melt

დესერტის მოყვარულებს კომპანია Melt-მა უგემრიელესი და უტკბილესი ბოქსები შესთავაზა. დარეკვიდან თუ ონლაინშეკვეთიდან ერთი საათის განმავლობაში, თქვენ მიიღებთ ძალიან ლამაზი დიზაინის ყუთს, რომელშიც ერთი მეორეზე გემრიელი ტკბილეულობა დევს. დესერტებს სხვადასხვა სახეობის სოუსები მოჰყვება.

Melt-ს ორი ყუთი აქვს – ერთი მართლაც უზარმაზარია, რომლითაც შეგიძლიათ მინიმუმ 5 ადამიანს გაუმასპინძლდეთ და მეორე უფრო მომცრო ბრანჩყუთი, რომელიც 2-3 ადამიანზეა გათვლილი.

Melt-ის შექმნის მთავარი პრინციპი ადამიანების გაბედნიერებაა, გემრიელი ტკბილეულის მირთმევა ხომ მართლაც გაბედნიერების უნიკალური ფორმაა. თქვენ მხოლოდ უნდა შეუკვეთოთ და Melt-ის ტკბილეულის ყუთით მალევე სახლში ისიამოვნებთ.

 

Snack pack

Snack pack, რომელიც სიახლეა ჩვენს ბაზარზე, იდეალური საშუალებაა წასახემსებლად. წვეულების მოწყობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ Snack pack-ის ყუთები ამას ბევრად მარტივს ხდის.

ჯანსაღი პროდუქტებითა და სასუსნავებით სავსე გემრიელი ყუთები სხვადასხვა ზომისა და სახეობისაა. Snack pack 4 ტიპის ბოქსით გაგიმასპინძლდებათ: გუაკამოლეს ყუთით, ჰუმუსის ყუთით, ქართული და ევროპული ყველის დაფებით. თითოეულ ყუთში შემავალი ინგრედიენტები იდეალურად არის შეხამებული ერთმანეთთან და რაც მთავარია, უახლესი და ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება.

Snack Pack არაჩვეულებრივი ყუთია არა მხოლოდ შენთვის, სტუმრობისას  მას მშვენიერ საჩუქრად ჩაგითვლიან მასპინძლები. ასე რომ, შეარჩიეთ, შეუკვეთეთ და გაახარეთ „Snack pack“-ით საკუთარი  თავი და მეგობრებიც.

 

დაფა

ვინაიდან სასუსნავი ზედმეტი არასდროსაა, „დაფამ“ ჩვენთვის შექმნა დახვეწილი და მრავალფეროვანი გემოები. კომპანიის სახელწოდებაც არაა შემთხვევითი  – „დაფა“ სხვადასხვა სახისა და გემოების პროდუქტებს იდეალურად უხამებს ერთმანეთს და გვაწვდის სპეციალური შეფუთვით, დაფაზე.

პროდუქტების შეძენა შესაძლებელია სრული სასაჩუქრე შეფუთვით, დაფით და ბიუჯეტურადაც,  დაფის გარეშე.

წვეულებაზე, დღესასწაულზე ან მეგობრების უბრალო შეკრებაზე „დაფაც“ აუცილებლად უნდა იყოს სტუმრების სიაში, ის ნებისმიერი გემოვნების ადამიანს გაუხალისებს დღეს, რადგან “დაფა” შენთვის, შენი მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის შეიქმნა.

შეუკვეთე “დაფა” და #გაიგეგემო. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.