fbpx

კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი The World Soundtrack Awards-ის გამარჯვებულია


გააზიარე სტატია


ქართველი კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი The World Soundtrack Awards- ის ნომინაცია “ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის” გამარჯვებულია. 

მან ორიგინალური მუსიკა რეჟისორ ჯერემი კლაპინის ფილმისთვის “J’ai Perdu Mon Corps“ შექმნა 

World Soundtrack Awards საერთაშორისო მუსიკალური კონკურსია, რომელიც 2020 წელს უკვე მეოცედ ჩატარდა. 

ჯილდო, რომელიც 2001 წლიდან გაიცემა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ახალგაზრდა კომპოზიტორების შემოქმედების დასაფასებლად დაწესდა. 

გამარჯვების შემდეგ ანამ ჟიურის წევრებსა და მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

“ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს, დიდ მადლობას გიხდით“, — ამბობს ქართველი კომპოზიტორი ვიდეოში, რომელიც კონკურსის ოფიციალური ფეისბუკის გვერდზე დევს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.