fbpx

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE – თბილისი 2020


გააზიარე სტატია

 

MOMA თბილისი/ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 28 ოქტომბრიდან პრინტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის – ხელით ბეჭდვის (სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) აღორძინებასა და პრინტის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებას.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ისე მოხდა, რომ ამ ეტაპზე ეს დარგი აღარ ითვლება მომგებიან და პოპულარულ სფეროდ. საქართველოში არიან საკმაოდ მაღალი დონის მხატვრები, რომელთაც წლების განმავლობაში არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის გამოფენაში. დაიკეტა სერიგრაფიისა და ლითოგრაფიის სახელოსნოები, დედაქალაქსა და რეგიონში თითქმის აღარ არსებობენ მბეჭდავები. ხელით ბეჭდვა მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა.

პრინტის ფესტივალმა შეძლო აბრეშუმით ბეჭდვის (სერიგრაფიის) ერთადერთი უნიკალური სახელოსნოს დაფუძნება, რომელმაც ეპოქალური კოლექცია შექმნა 80-იანი წლებიდან დღემდე. 200-მდე ქართველმა და უცხოელმა გამოცდილმა მხატვარმა შექმნა თავისი ნამუშევარი. 2020 წლის პრინტის ფესტივალი თბილისში ახალი კოლექციის წარდგენით გაიხსნება. 

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის უტა ბექაიამ შექმნა ვიდეო “განწმენდა”.

ვიდეო “განწმენდა”  კოვიდ-19-ის კრიზისის  ერთგვარი გამოძახილია.  ბაქტერიებისა და ვირუსების შიშის გამო მთლიანად თეთრ სკაფანდრ-კოსტიუმებში ჩაცმული ადამიანები ცდილობენ გაწმინდონ ბუნება, და აღადგინონ  მასთან დაკარგული კავშირი.

  • კურატორი: ნანა ყირმელაშვილი
  • პროდიუსერი/მონტაჟი სოფო ვასაძე
  • დამდგმელი ოპერატორი დავით ქორიძე

პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.