fbpx

როგორ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება არჩევნების დღეს


გააზიარე სტატია

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია და შესაძლოა, თქვენც იმ ადამიანებს შორის იყოთ, ვინც ფიქრობს, რომ პანდემიის გამო არჩევნებზე წასვლა ძალიან საშიშია. მიუხედავად ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ უსაფრთხოების დაცვასა და სიმშვიდის მოპოვებაში, რომელიც ხმის მიცემის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გაგიზიარებთ ხუთ რჩევას, რომლის დაცვის შემთხვევაშიც, ძალიან შეამცირებთ რისკებს და ხმის მიცემასაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებთ.

1. ატარეთ პირბადე

არჩევნებზე წასვლის წინ არ დაგავიწყდეთ, რომ პირბადე პანდემიის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა თავის დასაცავად. სწორედ ამიტომ, სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად გაიკეთეთ და ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან.

2. თან წაიღეთ ხელის სანიტაიზერი

დამტკიცებულია, რომ ვირუსი ზედაპირის ან რაიმე საგნის შეხებიდან აქტიურად ვრცელდევბა. ასეთი შემთხვევებისგან თავის დაცვის საშუალება ხელების ხშირი დაბანა და ხელის სანიტაიზერების გამოყენებაა, რომელიც არჩევნებზე წასვლის დროსაც აუცილებლად უნდა მოიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, საარჩევნო უბნებშიც დაგხვდებათ, თუმცა სანამ იქამდე მიხვალთ, შესაძლოა არაერთ ნივთთან მოგიწიოთ შეხება.

3. გასქროლე არჩევნებზე

ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. შესაძლოა თქვენი საარჩევნო უბანი საცხოვრებელ ადგილს დაშორებული იყოს თუნდაც მცირე მანძილით, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო გზა არჩევნებზე წასასვლელად სქროლის გამოყენებაა, რომელიც სხვა ადამიანებთან კონტაქტს გამორიცხავს. სქროლის სკუტერებით თავიდან აირიდებთ ხალხმრავლობას, არ მოვიწევთ ლოდინი, იმგზავრებთ სწრაფად, უსაფრთხოდ და რაც მთავარია, იაფად. სქროლი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომხმარებლების უსაფრთხოებას, ამიტომ ყველა სკუტერს დღეში რამდენჯერმე უტარდებათ სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

თან არ დაგავიწყდეთ, სქროლი 31 ოქტომბერს სპეციალურ აქციასაც გთავაზობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ მისვლას.

ფასდაკლების მისაღებად უნდა გააქტიუროთ პრომო კოდი Scroll2Vote, რომელიც ერთჯერადად, არჩევნებზე წასასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

4. დაიცავით დისტანცია

მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეკომენდაციის გათვალისწინებაც, რომელიც დისტანციის დაცვას გულისხმობს. არჩევნებზე ბევრი ადამიანი მიდის, თქვენ საარჩევნო უბანზეც არაერთი დამკვირვებელი, ხმის მიმცემი, ჟურნალისტი და კომისიის წევრები იქნებიან, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. დაიცავით დისტანცია, მშვიდად დაელოდეთ თქვენს რიგს და გააკეთეთ არჩევანი.

5. დაიცავით რეკომენდაციები

არჩევნებიდან სახლში დაბრუნების შემდეგ შეასრულეთ ჯანმოს რეკომენდაციები, კარგად დაიბანეთ ხელები, ტანსაცმელი კი გამოიცვალეთ და გარეცხეთ. იგივე სთხოვეთ თქვენი ოჯახის წევრებსაც, რათა მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოება. შემდეგ კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ უქმეებით, შიშისა და ნერვიულობის გარეშე, რადგან დავირუსების შანსები მაქსიმალურად შემცირებული გექნებათ


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.