fbpx

გასქროლე არჩევნებზე -50%-იანი ფასდაკლებით


გააზიარე სტატია

ქალაქში გადაადგილების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც შეიძლება საზოგადოების ნაწილი ვერ მივიდეს არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. განსაკუთრებით კი წელს, როდესაც COVID -19 პირობებში საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა და ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი სლოგანი კვლავ “დარჩი სახლში” რჩება.

Სქროლს, როგორც სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებელს, რომელიც საზოგადოებას ინდივიდუალური გადაადგილების სერვისს სთავაზობს, აქვს უნიკალური შესაძლებლობა, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, დაეხმაროს ამომრჩევლებს უსაფრთხოდ გადაადგილებასა და საკუთარი ხმის უფლების დაცვაში. სწორედ ამიტომ, თავის მომხმარებლებს -50% ფასდაკლების პრომო კოდს Scroll2vote სთავაზობს. ამ გზით მათ საშუალება ექნებათ  თავი აარიდონ გადატვირთულ, ხალხმრავალ ტრანსპორტს და ნაკლები შეხების წერტილი ჰქონდეთ გარემოსთან. ფასდაკლების კოდი აქტიური იქნება მხოლოდ ერთი დღით,  31 ოქტომბერს.

Პრომო კოდის გამოყენებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი მითითებები:

  • პრომო კოდი უნდა გააქტიურო გასქროლვის დაწყებამდე;
  • პრომო კოდი ვალიდურია მხოლოდ 31 ოქტომბერს ერთჯერადი გამოყენებით;
  • პრომო კოდის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ Bird-ის აპლიკაციით.

სქროლი მიზანია, მიკრომობილობა უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, არაერთი კამპანია წამოიწყეს, რათა ადამიანებისთვის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება ყოფილიყო ხელმისაწვდომი და ამავდროულად უსაფრთხო. ამ ახალი აქციის მთავარი მოტივია, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება მივიდნენ არჩევნებზე მაქსიმალურად უსაფრთხოდ და შეძლონ თავიანთი პოზიციების დაფიქსირება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.