fbpx

Mixed Media Hub – ახალი ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა


გააზიარე სტატია

გარემო ჩვენი ანარეკლია და თანდათან ჩვენც გარემოს ანარეკლები ვხდებით. ჩვენი შინაგანი სივრცის ცვლილება ავტომატურად ნიშნავს გარემოს ცვლილებას. გარემოც, თავის მხრივ, ცვლილების შენარჩუნება-გამყარებაში გვეხმარება.

გარემოს ეკოლოგიის შეცვლა იწყება შინაგანი ეკოლოგიის ცვლილებით და მოიცავს შრეებს:

  • ემოციური ეკოლოგია;
  • ინტელექტუალური ეკოლოგია;
  • ფიზიკური ეკოლოგია.

მხოლოდ ამ კომპონენტებზე დაყრდნობით შეუძლია ადამიანს გარემოზე განავრცოს ის თვისებები და უნარები, რომლებიც თავისი სივრცის მოწესრიგებაში გამოიყენა.

ახალი საგანმანათლებლო ონლაინ-პლატფორმა Mixed Media Hub ( MMH) იძლევა ამ საკითხების დამუშავების და განვითარების საშუალებას.

 

 

რა არის და რას გვთავაზობს Mixed Media Hub?

ეს არის მცოცავი განათლება!

MMH არის განათლების გავრცელების ადაპტირებული მეთოდი, თითოეულ ადამიანზე მორგებული მიდგომა!

 

რით განსხვავდება ის განათლების სხვა მოდელებისგან?

MMH განათლების მოდელი – “ერთი ნაბიჯი განათლების მისაწვდომობის ტრანსფორმირებისკენ” გულისხმობს ცენტრიდანული სწავლების პლატფორმას, რომელსაც წვდომა აქვს ქართულენოვან აუდიტორიაზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც დრო და სივრცე კარგავს იმპერატიულობას!

ონლაინ-პლატფორმის საშუალებით  შესაძლებელი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გაერთიანება, იდეების გაცვლა და შესაძლო თანამშრომლობა. პლატფორმა საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახდეს იდენტური ხარისხის განათლება და მეცნიერებასა და კულტურაში არსებული სიახლეების გაცნობა.

MMH ჯგუფები მოთხოვნიდან გამომდინარე დაკომპლექტდება.  თითოეულ მიმართულებაზე მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ ათკაციანი ჯგუფები ჩამოყალიბდება.  პლატფორმა მსურველებს მრავალფეროვან ონლაინ-კურსებს სთავაზობს – ფიზიკით, ასტრონომიით,  mental math-ით დაწყებული, ჰუმანიტარული დისციპლინებით დამთავრებული.

MMH-ში კურსებს უძღვებიან ძალიან საინტერესო და თავისი საქმის გამორჩეული სპეციალისტები, მათ შორის: ფილოლოგი გაგა ლომიძე, კურსით „ქართული ლიტერატურა: ტექსტები და კონტექსტები“, რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, კურსით „წიგნი თუ ფილმი?“, მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე, კურსით „საყვარელი წიგნების მიმოხილვა და მათი მხატვრულ-სოციალური ასპექტები“, არტისტი ნინო საკანდელიძე, კურსით „დრო,სივრცე და ვიზუალური თარგმანი“, კოსტიუმების მხატვარი თინათინ კვინიკაძე, კურსით „კინოკოსტიუმი“ და ა.შ.

MMH-ისთვის მნიშვნელოვანია შინაგანი და გარეგანი ეკოლოგიის საკითხი, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ გულისხმობს all-inclusive საზაფხულო დაზამთრის სკოლის, ექსკურსიების, ყოველთვიური ეკო-აქტივობების (ეკო-განათლება, ვორქშოპები, გამწვანება და ა.შ.) მოწყობას.

MMH კურსდამთავრებულებს შესაბამის სერთიფიკატებს გადასცემს.

 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ Mixed Media Hub-ის Facebook-გვერდს ან ინსტაგრამს: 

რეგისტრაციისას შესაბამის ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კურსების ჩამონათვალი და სურვილისამებრ მონიშნოთ.

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.