fbpx

They said books – ვარდისფერი: კონცეპტუალური სივრცე წიგნების, ბეჭდური გამოცემებისა და ყავის მოყვარულთათვის


გააზიარე სტატია

ავტორი: გვანცა ფოცხვერია

ფოტო: სერა ძნელაძე

 

როდესაც ინტერიერში წიგნების სიჭრელე ჭარბობს, საინტერესო გარემოს ქმნის. They said books – სწორედ ასეთი ადგილია. აქაურობას ვერც, კლასიკური გაგებით, მაღაზიას და ვერც კაფეს ვუწოდებ, ეს არის კონცეპტუალური სივრცე, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო ობიექტს.

 

They said books-ის ფერთა საოცარ სინთეზში ამჯერად ვარდისფერი ამოვარჩიე და წარმოგიდგენთ აღმოჩენილ ვარდისფერ ობიექტებს.

გასული წლის შემოდგომას, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მსოფლიოს პანდემია მოიცავდა, ლონდონის “ვიქტორია და ალბერტის” მუზეუმში ფოტოგრაფ ტიმ ვოკერის ფანტასტიკური გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით –  “შესანიშნავი ობიექტები” (Wonderful Things).

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო არტისტის ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევრები – ფოტოები, ინსტალაციები, ფილმები, ფოტოსერიები. რეტროსპექტივა ასახავდა არტისტის შემოქმედებით პროცესს, მისი თვალით დანახულ სამყაროს. 

სწორედ ამ საოცარი გამოფენის პარალელურად მუზეუმის გამომცემლობამ ამავე სათაურის წიგნი გამოსცა. “Wonderful Things” – ეს არის 192-გვერდიანი კატალოგი, სადაც ყოველი გვერდი ერთმანეთისგან განსხვავებული და შთამბეჭდავია. აქ წარმოდგენილია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილ მოდელებთან, სტილისტებთან, დიზაინერებთან თუ ვიზაჟისტებთან ერთად შექმნილი უნიკალური ფოტოარქივი, კადრები, რომელიც აქამდე არავის უნახავს.

“გამოფენაზე და წიგნში წარმოდგენილი თითოეული ფოტოკადრი არის ერთგვარი სასიყვარულო წერილი ობიექტისადმი, რიგ შემთხვევებში – ობიექტებისადმი. ჩემი ურთიერთობა ამ ობიექტებთან უპირობოდ შეყვარების ტოლფასია და ასახავს პროცესს, თუ როგორ ვზემოქმედებთ ერთმანეთზე, როგორ ვახლოვდებით და ვხდებით მეგობრები. ეს არის პროცესი ახალი მეგობრის ძიების”. – ტიმ ვოკერი.

სახელწოდება “Wonderful Things” ზუსტად ასახავს ამ წიგნში წარმოდგენილი კონტენტის შინაარს, ემოციას და მუხტს. 

Thames & Hudson-ის გამოცემები ერთგვარი “ცოცხალი მუზეუმია”. მათი წიგნები ყოველთვის გამორჩეულია თავისი კონტენტით და ვიზუალური მასალით. Catwalk – ამ გამომცემლობის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტია მოდის ინდუსტრიაზე. ჯერჯერობით სულ ხუთი წიგნია გამოცემული ისეთ ლეგენდებზე, როგორებიც არიან: შანელი, დიორი, პრადა, ლუი ვიტონი და ივ სან ლორანი.

YSL-ის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როცა ახალგაზრდა ივ სენ ლორანმა პიერ ბერჟთან ერთად საკუთარი მოდის სახლი დააარსა. ამ წიგნში თავმოყრილია დიზაინერის და მისი სახლის 40-წლიანი გამოცდილება და შემოქმედება. 

ეს ერთგვარი ფოტო-ენციკლოპედიაა, სადაც წარმოდგენილია 1000-ზე მეტი ფოტოკადრი მოკლე აღწერით. წიგნის ავტორები ჟურნალ “ვოგის” საერთაშორისო რედაქტორი – სუზი მენკესი და პარიზის ივ სენ ლორანის მუზეუმში კოლექციების დირექტორი Olivier Flaviano არიან. პროლოგზე ენდრიუ ბოლტონმა იმუშავა, ბოლტონი “ბრითიშ მუზეუმის” და Metropolitan Museum of Art’s Costume Institute-ის კურატორია. 

პანდემიის პირობებში, ალბათ, ყველაზე მეტად მოგზაურობა მომენატრა. ხშირად ვფიქრობ,  რომელ ქვეყანაში გავფრინდებოდი, რომელ ქალაქს მოვივლიდი, რას ვნახავდი, სად წავიდოდი. დარწმუნებული ვარ, ამაზე თქვენც გიფიქრიათ. მოკლედ, ყველაზე არასწორ დროს, ყველაზე სასარგებლო წიგნი აღმოვაჩინე. ეს არის Wallpaper* City Guides, “ქალაქის გზამკვლევი”,  ერთგვარი პასპორტი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლობის – Phaidon-ის ეს პატარა წიგნაკი გლობალური სამყაროს გზამკვლევია. Wallpaper* City Guides მსოფლიოს ყველაზე დინამიკურ ქალაქებს აღმოგაჩენინებთ. ღამის ცხოვრება, ყველაზე ტრენდული სასტუმროები, გავლენიანი არტ-გალერეები, კულტურული სივრცეები, “შოპინგი”, დიზაინი და თანამედროვე არქიტექტურა, ყველაფერი ის, რაც ქალაქის შეცნობაში დაგეხმარებათ.

წიგნაკის კონტენტი ექსპერტთა ჯგუფისა და ადგილობრივების მიერაა შედგენილი, რაც იმას გულისხმობს, რომ აქ აღმოვაჩენთ ყველაზე არატურისტულ ქალაქს.

კიდევ ერთი ვარდისფერი ობიექტი They said books-ში – Boy Smells პროდუქცია, რომელიც იდეალურია ინტიმური განწყობის შესაქმნელად. 

ამ ბრენდის სანთლების ხიბლი მათ სიმარტივესა და სისადავეშია – უპრეტენზიო სურნელი და მინიმალისტური დიზაინი.

Boy Smells ბრენდის შექმნის იდეა ლოს-ანჯელესში მოდის ინდუსტრიის ვეტერანებს – ჰერმანსა და კიენს გაუჩნდათ. წყვილმა ექსპერიმენტის სახით შექმნა პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად და პირად ატრიბუტად იქცეოდა. 

“ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც, სქესის განურჩევლად, ყველასთვის მიმზიდველი იქნებოდა”.

სანთლები ნატურალური შემცველობისაა და მინის მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელშია ჩამოსხმული. 

They said books Boy Smells-ის ოფიციალური პარტნიორია და წარმოგიდგენთ სანთლების მრავალფეროვან არჩევანს. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ამავე ბრენდის ასანთიც, Boy Smells-ისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური დიზაინის შეფუთვით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.