fbpx

BioNTech-ისა და Pfizer-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა


გააზიარე სტატია


“დიდი დღე მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის” – გერმანული და ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების, BioNTech-ისა და Pfizer-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევა ექვს ქვეყანაში: აშშ-ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში მიმდინარეობდა და 43 500 მოხალისეზე გამოიცადა.  ჯერჯერობით ეს ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდ სამეცნიერო მიღწევად მიიჩნევა.

“არსებობდა ვარაუდი, რომ პირველი ვაქცინის დადებითი შედეგი  მხოლოდ 60-70% იქნებოდა, თუმცა  BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინამ  90%-ით ეფექტიანი  აღმოჩნდა, რაც წარმოუდგენლად კარგი შედეგია”, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა  ენტონი ფაუჩიმ.

ვაქ­ცი­ნა ექ­სპე­რი­მენ­ტულ მიდ­გო­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის ნა­წი­ლის ინიექ­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.
ინიექცია ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილს შეიცავს, რომელიც (პაციენტის) სხეულს კორონავირუსისთვის ამზადებს. ვაქცინის ეფექტიანობისთვის საჭიროა ორი დოზის სამკვირიანი შუალედით მიღება.

“ჯერჯერობით შედეგები იმედის მომცემია, რაც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ კოვიდ19-ის ვაქცინა შეიქმნება”, – ამბობს ვაქცინების მკვლევარი და ბაილორის სამედიცინო კოლეჯის ტროპიკული მედიცინის სკოლის დეკანი პიტერ ჯეი ჰოტეზი.


ვინ მიიღებს ვაქცინას პირველად?
თავდაპირველად ვაქცინა სამედიცინო პერსონალს, ბავშვთა სახლის თანამშრომლებს და რისკ-ჯგუფებში მყოფ სხვა პაციენტებს ჩაუტარდებათ. ყველაზე გვიან ვაქცინას 50 წლამდე ასაკის სრულიად ჯანმრთელი ადამიანები მიიღებენ.

 

არსებობს რაიმე პოტენციური პრობლემა?

ამ ეტაპზე ვაქცინასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ჩვენ ჯერ  არ ვიცით, ვაქცინა ვირუსის გავრცელებას აჩერებს თუ მხოლოდ სიმპტომების განვითარებას უშლის ხელს. არც ისაა ცნობილი, რამდენად ეფექტიანია იგი მაღალი რისკის მქონე პაციენტებსა და ხანდაზმულ ადამიანებში.

პასუხის გაცემას კითხვაზე, თუ რამდენ ხანს გრძელდება ვაქცინის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი, თვეები და შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს.
გამოწვევები არსებობს ვაქცინის შენახვასთან დაკავშირებითაც, რამდენადაც ის მინუს 80 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს.

BioNTech-ისა და Pfizer-ის განცხადებით, 2021 წლის ბოლოსთვის მათ მზად ვაქცინის 1.3 მილიარდი დოზა ექნებათ, რაც  650 მილიონი ადამიანისთვის იქნება  საკმარისი. 2020 წლის ბოლოსთვის  ვაქცინის 50 მილიონ დოზას დაამზადებენ.

“ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კოვიდ-19-ის კონტროლი შესაძლებელი იქნება, ეს არის მეცნიერების გამარჯვება”, – განაცხადა  BioNTech-ის დირექტორმა უგურ საჰინმა.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.