fbpx

AT.ge x TBC Concept: გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როგორც სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალება


გააზიარე სტატია

თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი ცხოვრების სწრაფი ტემპი ხშირად იმას გულისხმობს, რომ სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რასაც ცივი სეზონის მოახლოება და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კიდევ უფრო ამძაფრებს. ადამიანის განწყობის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა, რისი მიღწევაც ხშირად ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვითაა შესაძლებელი.

AT.ge და TBC Concept წარმოგიდგენთ თქვენი ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის სასარგებლო პროცედურებსა და შეთავაზებებს, რომლებიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ვარჯიში

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჯანმრთელობისა და გარეგნობაზე ზრუნვის კუთხით, ვარჯიში შეუცვლელი და აუცილებელია. რეგულარული ვარჯიში აძლიერებს სხეულს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს. ამასთან, ფიზიკური აქტივობის დროს გამოიყოფა ენდორფინები, შესაბამისად, ვარჯიში მოგიხსნით ქრონიკულ დაღლილობას და გაგიუმჯობესებთ განწყობას.

თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც მარტო ვარჯიში მოსაწყენია, TBC Concept-ის შეთავაზების ფარგლებში, 2020 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, “ოკტოპუს ფიტნეს კლუბის” ორი ერთთვიანი აბონემენტი ერთის ფასად შეიძინოთ და ვარჯიში მეგობართან, საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის წევრთან ერთად დაიწყოთ.

სპა პროცედურა

გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ სპა პროცედურის ჩატარება  დასვენების ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა და უამრავი ადამიანი სასიცოცხლო ძალების აღდგენისათვის სწორედ მას მიმართავს.

სპა პროცედურის დროს ორგანიზმი დუნდება და დაგროვილი სტრესისგან სრულად თავისუფლდება. პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, შესაბამისად, განსაკუთრებით მათთვისაა სასარგებლო, ვინც ცხოვრების ნაკლებად აქტიურ წესს მისდევს. სპა პროცედურის დროს გამოყენებული სხვადასხვა პროდუქტები მიმართულია კანის დატენიანებისა და გაჯანსაღებისკენ, ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებისკენ. პროცედურის ჩატარება აუცილებელია კანის მკვდარი უჯრედების მოშორებისათვის და იმისთვის, რომ სეზონთა ცვალებადობას ჩვენი კანი მომზადებული შეხვდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმუნიტეტის გაძლიერებისა და სასიცოცხლო ძალების აღდგენისთვის სპა პროცედურის ჩატარება იდეალური ხერხია.

TBC Concept-ის მომხმარებლებს  სპა პროცედურაზე 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა “წინანდლის რადისონის სპაში” 2020 წლის 20 დეკემბრამდე შეეძლებათ.

ბალნეო პროცედურები

ბალნეო პროცედურები მნიშვნელოვანია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ბალნეო პროცედურეს მოდუნებული სხეული ტონუსში მოჰყავს, აგრეთვე, აქვს ანტიცელულიტური მოქმედება და ხელს უწყობს სხეულის კორექციასაც.

“თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი” მომხმარებლებს სხვადასხვა ბალნეო პროცედურებს სთავაზობს, როგორებიცაა: წყალქვეშა მასაჟი, გოგირდის აბაზანები, ტალახის აპლიკაცია და ა.შ. TBC Concept-ის შეთავაზების ფარგლებში, ერთგულ მომხმარებლებს შეუძლიათ, დამღლელი სამუშაო კვირით გამოწვეული დაღლილობის მოსახსნელად “თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს” ეწვიონ და 2021 წლის ოქტომბრის ბოლომდე ბალნეო პროცედურებზე 10%, ხოლო ღვინის სპა პროცედურებზე 20%-იანი ფასდაკლებით  ისარგებლონ.

ლიფტინგის პროცედურა RF რადიოტალღური სიხშირის გამოყენებით

სტრესი და დაღლილობა პირდაპირ აისახება სახის კანზე, შესაბამისად მისი მოვლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კანისათვის ელასტიურობის დაბრუნება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება მკურნალობის თანამედროვე მეთოდით – RF-ლიფტინგითაა შესაძლებელი. პროცედურა შემდეგი პრინციპით მოქმედებს: RF იმპულსები ქსოვილებს მაღალ ტემპერატურამდე (დაახლოებით 42°C) ათბობს, რაც კოლაგენის ბოჭკოების გასქელებას იწვევს, შედეგად კი კანქვეშა კარკასი იქმნება. კარკასი, თავის მხრივ, ჭიმავს კანს და RF -სტიმულაციის შედეგად მძლავრი ლიფტინგური ეფექტი მიიღწევა. წარმოიქმნება ახალი კოლაგენი, ელასტინი და ჰიალურონის მჟავა, უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, სისხლძარღვების ელასტიურობა. გარდა ამისა, რადიოსიხშირული მოქმედება (RF) ხელს უწყობს კანქვეშაცხიმების დაშლის პროცესსაც.

TBC Concept-ის შეთავაზების ფარგლებში, 2020 წლის 30 ნოემბრამდე  ა.ყაზბეგის 11 ნომერში მდებარე სალონ-სტუდია “კეუნეში” პროცედურას 20%-იან ფასდაკლებით ჩაიტარებთ. აღნიშნული ფასდაკლება, აგრეთვე, ვრცელდება “კეუნეს” ბრენდის სრულ პროდუქციაზე.

აბლაცია ერბიუმის ლაზერით

შემოდგომა საუკეთესო პერიოდია დაბერებული და დაზიანებული კანის გაჯანსაღებისთვის. ამის მიღწევა ლაზერული აბლაციის პროცედურითაა შესაძლებელი. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, ჩვენს კანზე თანდათანობით ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები, ფართოვდება ფორები და კანქვეშა სისხლძარღვოვანი ქსელი. ლაზერული აბლაციის საშუალებით კანის ზედაპირული შრეების აორთქლება ხდება, რაც დაბერებული და დაზიანებული კანის განახლებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. პროცედურის შედეგად კანი უფრო მკვრივი და ელასტიური ხდება.

ლაზერული აბლაციის პროცედურის ჩატარება TBC Concept-ის აქციის ფარგლებში “სოლო პერ ტეში” 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. აღნიშნული ფასდაკლებით, აგრეთვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ყვითელი ლაზერით კაპილარების მოცილების პროცედურაზე. ამასთან, 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს შემდეგ პროცედურებზე:  სახის მოდელირება-ბიორევოლუმეტრია; აუტოლოგიური პლაზმით კანის პრობლემების მკურნალობა; ფილერით ტუჩისა და ცხვირის მოდელირება; დიოდური ეპილაცია.

იმუნური სისტემის გაძლიერება – Bioli პროგრამა “მდგრადი იმუნიტეტი”

ჯანმრთელობისთვის იმუნური პრობლემის გაძლიერება აუცილებელია. რადგანაც იმუნური სისტემა საკმაოდ რთული ფენომენია, მის გასაძლიერებლად შესაბამისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმა და კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სწორედ ამიტომ სამედიცინო ველნეს კურორტი Bioli მომხმარებლებს პროგრამას “მდგრადი იმუნიტეტი” სთავაზობს, რომელიც მოიცავს სამედიცინო დიაგნოსტიკას; ჯანსაღი კვების მოდელის შერჩევასა და ნაწლავური ფლორის მოწესრიგებას; ფიზიკურ აქტივობას; სტრესის მართვას და ველნეს პროცედურებს, მათ შორის, სხეულის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებსა და ჰალოთერაპიას. Bioli მომხმარებლებს 7 ან 14 დღიან კურსს სთავაზობს, რომელზეც 2020 წლის 1 დეკემბრამდე TBC Concept-ის შეთავაზების ფარგლებში 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეგიძლიათ.

ჩამოთვლილი პროცედურები და შეთავაზებები დაგეხმარებათ, ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვის პარალელურად, აღივსოთ აუცილებელი სასიცოცხლო ძალებით და სტრესულ სამუშაო კვირას ახალი შემართებითა და ენერგიით გაუმკლავდეთ.


ავტორი: თამარი კიზივაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.