fbpx

Geoweddings – ქართული ქორწილების ანთოლოგია Nikakoi-სგან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რეზი ხუნწელია

 

„ვარ 25 წლის გაუთხოვარი მანდილოსანი ქალაქი ლანჩხუთიდან. ვმუშაობ უნივერმაგში, განყოფილების გამგედ. დედა გურული მყავს, მამა კი ლანჩხუთში დაბადებული ლიტველია. ასე რომ ტან-აღნაგობით მამას ვგავარ, ვარ მაღალი, 1,92 სმ სიმაღლის, ქერა და ამბობენ, ლამაზიო. გავიცნობ დაოჯახების მიზნით ბინით და სამსახურით უზრუნველყოფილ მამაკაცს 30 წლიდან 40 წლამდე, რომელიც მხოლოდ დაოჯახებაზე ფიქრობს და სხვა არაფერზე! მატყუარებმა და თაღლითებმა თავი შეიკავეთ ზედმეტი შეწუხებით!“

 

თუკი ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რატომ კითხულობთ გაზეთ “ლანჩხუთის კომკავშირელში” გამოქვეყნებულ ჟუჟუნას განცხადებას, ე.ი. წინ დიდი მოგზაურობა გელით. CES Records-მა ნიკა მაჩაიძეს დაბადების დღის საჩუქარი გაუკეთა – მისი არცთუ ისე ცნობილი ჩანაწერი GEOWEDDINGS-მა ხელახლა გამოსცა. 

პროექტი თავდაპირველად 2005 წელს ჩაიწერა და აქ ნიკაკოიმ თავისთვის დამახასიათებელ შემოქმედებით ენერგიას დიდი დოზით იუმორი და სარკაზმიც დაამატა, რის შედეგადაც 8 ერთმანეთისგან განსხვავებული საქორწილო ისტორია მივიღეთ. საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ ტრადიციული ქართული ქორწილი საინტერესო კულტურული კოდების და წეს-ჩვეულებების შეხვედრის წერტილია, სადაც მუსიკას ყოველთვის ძალიან დიდი როლი უჭირავს.  ნიკამ კი გადაწყვიტა, რომ თითოეული ისტორიისთვის ე.წ. საუნდტრეკი შეექმნა და მუსიკალურ ენაზე გადმოეცა ის განწყობა, რომელიც თითოეული პატარძლის ქორწილში სუფევდა.  

 

ზაირა, ნაირა, ჟუჟუნა, ნაილი, ნატაშა, ნატო, ლელა და ნათია ერთი შეხედვით გამოგონილი პერსონაჟები არიან, მაგრამ მათი ისტორია საკმაოდ საინტერესოდ აირეკლავს ქართული რეალობისთვის დამახასიათებელ სოციო-კულტურულ ეპიზოდებს. ცალკეულ მუსიკალურ თემასთან ერთად ნიკამ შექმნა მინინოველების სერია, საიდანაც კიდევ უფრო დეტალურად შეგიძლიათ მისი პერსონაჟების გაცნობა. ალბომის მოსმენას კი CES Records-ის ყველა ციფრულ პლატფორმაზე შეძლებთ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.