fbpx

5 დიზაინერი, რომლებიც უძღვებიან თბილისის მოდის რენესანსს


გააზიარე სტატია


ავტორი: Jihen Mzoughi

არის პარიზი, ნიუ-იორკი და მილანი. მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის აღმოჩნდება თბილისი მოდის დედაქალაქების სიაში. მას შემდეგ, რაც ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ Vetements-სა და Balenciaga-ში თავისი ინოვაციური მოღვაწეობით ინდუსტრია ააფეთქა, ყველას აინტერესებს, თუ როგორ იფურჩქნება ქართული მოდა. 

გვასალია არ არის ერთადერთი ნოვატორი დიზაინერი,  რომელმაც აღიარება აღმოსავლეთ ევროპის მოდის საზოგადოებისგან მოიპოვა.

მაგალითად,  ხელოვანმა გვანცა ჯიშკარიანმა 2018 წელს ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა  თბილისის მზარდი სცენის მომაჯადოებელი პორტრეტით. ჯიშკარიანმა ფოტოგრაფ დანიელ ადამისთან ერთად Gola Damian-ის, Tiko Paksa-ს, და Nicolas Grigorian-ის ნამუშევრები წარადგინა – რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი ხელწერა აქვს.

ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ  თბილისს ნიჭიერი დიზაინერები არ აკლია და ისინი გზას თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე  იკვალავენ.

საქართველოში ყველაზე ნანატრი მოდის ღონისძიება  ციფრული პლატფორმით ბრუნდება. ჩვენ წარმოგიდგენთ ხუთ ქართველ დიზაინერს, რომელთა ნახვასაც მოუთმენლად ველოდებით:

აკა ფროდიაშვილი


დიზაინერი ცნობილია თავისი ფერადი და თვალისმომჭრელი კოლექციებით, რომლებიც ასახავს ქვიარ კულტურას. მისი შემოქმედება მამაკაცურობის საზღვრებს დრაგ ქვინების ესთეტიკით არღვევს. მის SS2-ში იგრძნობთ კულტურისა და იდენტობის ორბუნებოვნებას.



TAMRA

 

View this post on Instagram

 

A post shared by TAMRA (@tamra_official)


თამუნა ქარუმიძე ინტერდისციპლინარული დიზაინის საშუალებით აქცენტს მარგინალიზებულ ურბანულ ჯგუფებზე აკეთებს. სკეიტით შთაგონებული ქუჩის ტანსაცმლის ხაზი წარმოების მდგრად მეთოდს ეძღვნება. დიზაინერი ხელახლა იყენებს ზედმეტ, მორჩენილ ქსოვილებსა და ძველ ბუმბულის საბნებს.



გიორგი ქებურია

თვითნასწავლი დიზაინერი მოცულობითი ხაზებით და მინიმალური დიზაინით ერთმანეთში  მამაკაცურ ელემენტებსა და ქალურ ელეგანტურობას აზავებს. მისი სილუეტები არის მკვეთრად კონსტრუირებული, ელეგანტური და მძაფრი.



ლადო ბოკუჩავა

 

View this post on Instagram

 

A post shared by LADO BOKUCHAVA (@ladobokuchava)

ბრენდის ხელწერა 80-იანი წლების ანდერგრაუნდ სტილისა და თანამედროვე დიზაინის ნაზავია. მისი კოლექციები წარმოადგენს კლასიკური და ურბანული სტილის შერწყმას ფუტურისტულ დეტალებთან ერთად.  ლუქები მრავალფუნქციურია, შედგება ერთმანეთისგან განცალკევებული დეტალებისგან.



JANASHIA

 

View this post on Instagram

 

A post shared by JANASHIA (@janashia_)


გვანცა ჯანაშია თავის კოლექციებში ასიმეტრიულ და ფუტურისტულ დეტალებს, სარტყელებსა და კორსეტებს აერთიანებს. დიზაინერი ძირითადად, ბამბასა და ვისკოზას იყენებს, რათა მისი შემოქმედება ეკოლოგიური მიმართულებით განვითარდეს.


ორიგინალი: https://www.milleworld.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.