fbpx

მეამა შენს კართან ბათუმში


გააზიარე სტატია

„მეამა შენს კართან“ – კაფსულის ყავის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ ასე გვამცნო, რომ სწრაფი და უფასო მიწოდებით უკვე ბათუმის მოსახლეობაც ისარგებლებს.

არომატული ყავა ყველგან უყვართ, თუმცა ბათუმში განსაკუთრებით – აქ ყავა მხოლოდ დილის რუტინას ან ახალი ენერგიის წყაროს არ წარმოადგენს, აქ ყავა კულტურა, ურთიერთობა, მეგობრობაა და უცვლელი ყოველდღიურობაა.

თბილისის შემდეგ ბათუმი პირველია, სადაც მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის მიღება შეკვეთიდან სულ რამდენიმე საათში უფასოდ შეუძლიათ. თავდაპირველად ზღვისპირა ქალაქში მეამას ლოჯისტიკური ცენტრი განთავსდა.

უკვე შეამჩნიეთ ტრიპლი ბათუმის ქუჩებში? ეს ეკო-მეგობრული, სრულად ელექტრო ტრანსპორტია – მეამას მიწოდების ერთ-ერთი სწრაფი საშუალება, რომელიც მარტივად არიდებს საცობებს თავს და დიდ სათავსოში იტევს ყველაფერს, რაც მეამას კუთხის მოსაწყობად დაგჭირდება. მისი გამორჩეული დიზაინი კი ბათუმის ქუჩების ესთეტიკას განსაკუთრებით უხდება.

რას გვთავაზობს „მეამა“?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ევროპაში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ამერიკული, ასევე ევროპული ფორმატის კაფსულებს. ევროპული ფორმატი მათთვის, ვისაც შედარებით მცირე მოცულობის, ინტენსიური და ქაფიანი ყავა უყვართ, ხოლო ამერიკული იმ ადამიანების მოთხოვნებს დააკმაყოფილეს, ვისაც გაფილტრული ყავა უყვარს და არომატულ სიამოვნებას დიდი ფინჯანით იხანგრძლივებს.

კაფსულის ყავის მოსამზადებლად ყავის აპარატი აუცილებელია, სწორედ ამიტომ, მეამა ახალ მომხმარებლებს სტარტერ ნაკრებს სთავაზობს. ნაკრები აერთიანებს ყველაფერს, რაც არომატული ყავის მოსამზადებლად და მეამას კუთხის მოსაწყობად დაგჭირდება, 300 ლარად შეიძენ – 90 კაფსულას, ყავის აპარატს, მეტალის ჭიქასა და კაფსულების ჰოლდერს.

გემოებს რაც შეეხება, მეამა ევროპულ ფორმატში 6 უნიკალურ გემოს გთავაზობთ, მათ შორის 1 უკოფეინოს, ამერიკულ ფორმატში კი 9 გემოა ხელმისაწვდომი, მათ შორის 1 უკოფეინო და 3 არომატი – ტყის თხილი, ვანილი და კარამელი. ეს უნიკალური გემოები, რომელიც ქართველი მომხმარებლის გემოვნების შესაბამისად შეიქმნა, კაფსულაში ჰერმეტულადაა შენახული – ამრიგად თქვენ მუდმივად იღებთ ახალ, ცინცხალ, არომატულ და უნიკალურ გემოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კაფსულების გარჩევა კი უმარტივესია – ნუმერაციის მიხედვით განსხვავდება მათი სიძლიერე და ინტენსივობა.

„მეამა“ გთავაზობთ როგორც განსაკუთრებულ და არომატულ პროდუქციას, ასევე მაღალი ხარისხის და ინოვაციურ მომსახურებას.

პროდუქციის შეძენა ონლაინ მაღაზიაში ან ცხელი ხაზის საშუალებით შეგიძლიათ – *0808.

შეუკვეთე ბათუმში და ისიამოვნე ქართული, მაღალი ხარისხის და არომატული ყავით.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.