fbpx

Fuckup Nights ბრუნდება და ისევ კარანტინშია


გააზიარე სტატია

 

19 ნოემბერს Fuckup Nights ბრუნდება ონლაინღონისძიებით – საქართველო კარანტინში, “გზა სულ არის”.

ჩვენ მოგვენატრა შეხვედრები და ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელი იქნება მომავალი წლის რომელიმე დროს… ახლა კი შევხვდებით ონლაინ, ჩვენი საყვარელი სპიკერების მოსასმენად და საურთიერთოდ!

 

რა არის Fuckup Nights?

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.

 

ვინ არის  პირველი სპიკერი?

მაშო მარგიშვილი დიზაინერია და ხელოვანი თბილისიდან, რომელმაც 2013 წელს, ვიეტნამში ცხოვრებისას აღმოაჩინა პარალელური სამყარო, სახელად „Masholand”. მას შემდეგ მაშო მუშაობს სხვადასხვა მედიუმში, როგორიცაა ილუსტრაცია, ფერწერა, კედლის მხატვრობა, ანიმაცია და სხვა, რათა მაშოლენდელების ისტორიები მთელ მსოფლიოს უამბოს.

 

მეორე სპიკერი

ეკა ყიფიანი JWT Metro-ს კრეატიული დირექტორია. მე-16 წელია, სარეკლამო ინდუსტრიაში მუშობს (და ვერც ხვდება, ამდენი წელი როგორ გავიდა). მისი სურვილია, რეკლამა ზოგადად არ იყოს შემაწუხებელი (რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს) და ბიზნეს სამყარო ბევრად მეტს უყვარდეს. შეუძლია გაიხსენოს მრავალი პროექტი, რომლითაც ამაყობს და ბევრი ისეთიც, რომელთა არსებობის დავიწყებასაც ცდილობს.

 

მესამე სპიკერი

დიმუ მენაბდე, ხმის ინჟინერი და მზარეულია. ხმის ინჟინერიის მიმართულებით განათლება ინგლისში მიიღო. მისი ძირითადი საქმიანობა ტელევიზიასა და მუსიკას ან სამზარეულოს უკავშირდება. დიმუმ სამზარეულო გამოცდილება ძირითადად ბარების სფეროში მიიღო.

Fuckup Nights-ის ამ ონლაინგამოშვებაზე დასწრება უფასოა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.