fbpx

Lacoste-ის შექმნის ისტორია და ახალი არომატის პრეზენტაცია კომპანია „ვულე ვუსგან“


გააზიარე სტატია

 

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ვულე ვუმ“,  Lacoste-ს ახალი მამაკაცის არომატი, Match Point,  წარმოგვიდგინა. არომატი, რომელიც ხაზს უსვამს მამაკაცის ძლიერ და შეუპოვარ ხასიათს, შექმნილია დახელოვნებული პარფიუმერის Sophie Labbe-ს მიერ. თუმცა, იმისათვის, რომ მათ ზუსტად მივუხვდეთ ჩანაფიქრს, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. 

ლაკოსტი მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული ბრენდია, რომლის სახელის გაგონებაზეც ალბათ, პირველ რიგში, მისი ლოგო, ნიანგი, გვახსენდება. ამის მიღმა კი დგას ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონი რენე ლაკოსტი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო სრულყოფილებასთან.

ყველაფერი კი ბოსტონში, 1923 წელს, ნიძლავით დაიწყო. ამ დღეს რენე ლაკოსტი ჩოგბურთის მატჩში დამარცხდა და შესაბამისად, ნიძლავი – რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულს ნიანგის ტყავისაგან დამზადებული ჩემოდანი ხვდებოდა წილად, წააგო. ჟურნალისტმა კი თავის სტატიაში, ნიძლავიდან და რა თქმა უნდა რენე ლაკოსტის შეუპოვარი და მტკიცე  ხასიათის გამო, მას ალიგატორი უწოდა. ამის შემდეგ რენეს ზედმეტსახელად ყველა ნიანგს ეძახდა.

 

უშუალოდ ლოგო ნიანგისა, ფორმას 1927 წელს იძენს, როდესაც რენე მეგობარს თეთრი ფერის სპორტულ ქურთუკზე აქარგვინებს ნიანგის ლოგოს. ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ მაშინ იბადებოდა წარმატებული ბრენდის საყოველთაოდ ცნობილი ლოგო.

1933 წელს, როდესაც რენემ ოფიციალურად დაასრულა კარიერა ჩოგბურთში, შექმნა ახალი კომპანია, რომელსაც თავისი სახელი- ლაკოსტი უწოდა. 

ბრენდის სავიზიტო ბარათი პოლოს მაისურია, რაც გასაკვირი საერთოდაც არაა. ლაკოსტიმ გარდაქმნა ჩოგბურთის კლასიკური პერანგი და შექმნა ახალი, კომფორტული და ამავდროულად ელეგანტური მაისური, რომელმაც მალევე დაიპყრო სპორტსმენთა გულები. სწორედ ლაკოსტის პოლო მაისური იქცა არომატების ინსპირაციის წყაროდ.

ლაკოსტის თითოეული არომატი კარგად წარმოაჩენს ბრენდის დამფუძნებლის დახვეწილობას, მიზანდასახულობასა და თავდაჯერებულობას. მხოლოდ თამაში და მოგება ვერ იქნება წარმატების საწინდარი, თუ მოთამაშეს ელეგანტურობა აკლია – ამბობდა რენე, მისი ბრენდის სუნამოები კი ნამდვილად მატებს მამაკაცს ელეგანტურობას. 

ბრენდმა ისტორია პარფიუმერიაში 1968 წელს გამოშვებული სუნამოთი – “Eau de Sport”–ით დაიწყო. LACOSTE-მ  წლების განმავლობაში უამრავი არომატი შემოგვთავაზა, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.

ახალი არომატით, Match Point, ლაკოსტის არომატების ჯგუფში ახალი თავი იწყება. „ცხოვრება მშვენიერი სპორტია“- ხშირად ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რადიკალურად ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, ამ დროს კი ჩვენში ერთდროულად იღვიძებს ადრენალინი და გამბედაობა. 

Match Point, მამაკაცების ახალი სუნამო კი თავისი არომატით გვაგრძნობინებს იმ ამაფორიაქებელი მომენტის აუცილებლობას, როდესაც შეგიძლიათ მოიგოთ ან წააგოთ ყველაფერი.

 

  ლაკოსტის ახალი მამაკაცის სუნამო აგებულია ორ მთავარ ნოტზე: 

  • მწვანე ნოტები- რეჰანის მომაჯადოვებელი მწვანე ენერგია და მწარე ჯენიტის ტალღები
  • შავი ნოტები- ვეტივერისა და კაშმირანის ინტენსიური, ხისტი ვიბრაცია. 

სწორედ ამ ორ ნოტთა ჰარმონიული შერწყმა ქმნის ძლიერ, მტკიცე მასკულინურ არომატს, რომელიც ახასიათებს ბრენდის სიმბოლოს – ნიანგს.

Match Point-ის არომატი წარმოდგენილია  დახვეწილ 30 მლ, 50 მლ  და 100 მლ ფლაკონებში, რომელიც შთაგონებულია ჩოგბურთის დეტალებით.       

Match Point სუნამო: როდესაც ემოცია გიბიძგებს მოქმედებისკენ. ისუნთქეთ Lacoste- ს ახალი მამაკაცური სურნელით, ორი კონტრასტული აკორდის ფეთქებადი შერწყმით და ითამაშეთ თქვენი რაუნდი !    


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.