Mastercard წარმოგიდგენთ მერსედეს ბენცის პირველ ციფრულ მოდის კვირეულს საქართველოში
Mastercard, უკვე ორი წელია, საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის ღონისძიების – MBFW Tbilisi– ს გენერალური პარტნიორი და წარმომადგენელია. ამ პერიოდში კი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ქართულ მოდის ინდუსტრიასა და დიზაინერებს ახალ რეალობაში არსებული დაბრკოლებების გადასალახად. მიზანი უცვლელია: საქართველო პოზიციონირდეს როგორც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და სწრაფად განვითარებადი ქვეყანა მსოფლიოში.
პანდემიის პირობებში, დიზაინერებსა და მოდის მოყვარულებს MBFW Tbilisi ციფრულ ალტერნატივას სთავაზობს: ონლაინ პლატფორმა www.MBFWtbilisi.online 19 დან 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ნებისმიერი სტუმარი შთამბეჭდავ მულტიმედია კონტენტს, დიზაინერების დღიურებს, ინტერვიუებსა და ბექსთეიჯის მომენტებს იხილავს. მოდის ვირტუალური სივრცე უკვე ორგანიზებულია, თითოეულ ბრენდს კალენდარში თავისი დრო აქვს განკუთვნილი და მაყურებელი 20 შერჩეული დიზაინერის უახლეს კოლექციას იხილავს.
“Mastercard აქტიურადაა ჩართული ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში და ქმნის შეუფასებელ მომენტებს ბიზნეს პარტნიორებთან და ბანკებთან ერთად. Mercedes-Benz Fashion Week-ის პარტნიორობა გლობალური პანდემიის პირობებში მეტად მნიშვნელოვანია, გარდა იმ მხარდაჭერისა, რასაც დიზაინერებსა და მოდის კვირეულს ვუცხადებთ, ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება მეტად საინტერესო და ემოციური გავხადოთ და უამრავი შეუფასებელი წუთით გავამრავალფეროვნოთ.“ – აღნიშნავს იგორ სტეპანოვი, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.
Mastercard-ის ინტერესი და მხარდაჭერა მოდის სფეროს მიმართ მხოლოდ საქართველოს ბაზარს არ მოიცავს. Mastercard–მა გლობალური მასშტაბით შექმნა ძლიერი მოდის პლატფორმა, რომელიც პრივილეგიების სპექტრის საშუალებით, უზრუნველყოფს მომხმარებლების პორტფელისა და სტრატეგიების გაზრდას, რაც ბარათების მფლობელებს საშუალებას აძლევს სიამოვნება მიიღონ მოდის სფეროსგან.
მოდა მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესის საგანია. Mastercard გლობალურად უჭერს მხარს და ხელს უწყობს ამ სფეროს განვითარებას. კომპანია ისეთი მნიშვნელოვანი მოდის მოვლენების პარტნიორია, როგორებიცაა Mastercard-ის მსოფლიო მოდის კვირეულის ტორონტოში, In-Fashion: სავაჭრო ფესტივალი ჩიკაგოში, Mastercard Luxury Week Hong Kong, აუდის მოდის ფესტივალი სინგაპურში, Stylicity კანადაში და მოდის 30 დღე Mastercard-სგან ნიუ იორკში.
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard (NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო უსაფრთხოს ხდის ყველა იმ სფეროში ოპერირებას, სადაც ის არის ჩართული. Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com )
Mercedes-Benz Fashion Week-ის შესახებ:
Mercedes-Benz Fashion Week ყოველწლიური მოდის კვირეულია, რომელიც თბილისში 2015 წლიდან ტარდება. სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებასთან ერთად, კვირეული BENEXT საერთაშორისო დიზაინის კონკურსს და ARTgeorgia გამოფენას მასპინძლობს.