fbpx

ღმერთის ხელი – გიორგი კეკელიძის დღის სტატუსი


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი კეკელიძე

მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ, ინგლისური ფეხბურთის და კლუბების. მაგრამ ის, ვინც დიდია, მტრის ბანაკშიც დიდად მოჩანს. მე კიდევ მგონია, რომ მარადონაზე დიდი კაცი ბურთის მგორებელთა შორის არ ყოფილა – არც მტრის ბანაკში და არც მოყვრის. 

ბავშვობიდან ეგრე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, გურამ ფანჯიკიძის ,,მარადონა-რეი”, ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და მარადონა ერთი სიდიადით იყურებოდნენ. აკი თქვა, ეგო, მაშინო, ღმერთის ხელი იყოო.

ამ კაცს, ისე უცნაურად იცხოვრა, ალბათ სხვაგან გაამწესებენ, მაგრამ ასე მგონია, ღმერთმა იმ ხელზე ერთხელ მაინც უნდა ჩამოართვას ხელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.