fbpx

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

 

ლეგენდარული არგენტილენი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს, მათ შორის GivemeSport, Daily Mail, BBC და სხვა.

ნოემბრის დასაწყისში დიეგომ თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. შემდეგ ის გაწერეს, სადაც მკურნალობის კურსს ბუენოს აირესში, საკუთარ სახლში აგრძელებდა. ოთხშაბათს დღისით კი გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დიეგო მარადონას ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ფეხბურთის “ღმერთი” წლების განმავლობაში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, საკლუბო კარიერაში კი ბარსელონაში, ბოკა ხუნიორსსა და ნაპოლიში გაატარა საუკეთესო წლები. ექსტრავაგანტული, ეპატაჟური ფეხბურთის ლეგენდის ანგარიშზე 312 ოფიციალური გატანილი გოლია, თუმცა მისი კვალი საფეხბურთო სამყაროში გაცილებით დიდია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.